პარასკევი, 03.05.2024, 14:14     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2012 » თებერვალი » 12 » სუარესი ევრას ბოდიშს უხდის
19:15
სუარესი ევრას ბოდიშს უხდის


"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველ პატრის ევრასა და "ლივერპულის" ფორვარდ ლუის სუარესს შორის ოთხთვიანი კონფლიქტი გრძელდება. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის პირველ წრეში აღნიშნული გუნდების დაპირისპირების შემდეგ ფრანგმა ურუგვაელ თავდამსხმელს ფეხბურთის ასოციაციაში რასისტულ შეურაცხყოფაში დასდო ბრალი, თუმცა ამას სუარესი არ აღიარებდა. ქვეყნის მმართველმა ორგანომ ევრას ბრალდება  განიხილა და ურუგვაელ ფორვარდს რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ სუარესისა და ევრას პირველი შეხვედრა მატჩის სასტარტო წუთიდან გუშინ შედგა. საფეხბურთო სამყარო იმის მოლოდინში იყო, ჩამოართმევდა თუ არა ურუგვაელი ხელს "წითელი ეშმაკების" მცველს. სუარესმა ევრას ხელი არ ჩამოართვა, შეხვედრა "მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა, რის შემდეგაც ფრანგმა მცველმა "ლივერპულის" თავდამსხმელის წინ პროვოკაციულად "წაიცეკვა". ბევრი მოელოდა, რომ გუშინდელი შეხვედრა ფეხბურთელების შერიგების დღე იქნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

ცოტა ხნის წინ "ლივერპულის" ოფიციალურ საიტზე სუარესის განცხადება დაიდო, სადაც ის ბოდიშს იხდის.

"ოლდ ტრაფორდზე" მატჩის დროს მწვრთნელს ვესაუბრე და მივხვდი, რომ არასწორი საქციელი ჩავიდინე. მე შეცდომა დავუშვი და ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა. მატჩის წინ პატრის ევრასთვის ხელი უნდა ჩამომერთმია, ბოდიშს ვიხდი ჩემი ქმედების გამო. მინდა, რომ ეს საკითხი ბოლოს და ბოლოს უკან დარჩეს და კონცენტრირება მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე მოვახდინო", - აღნიშნა სუარესმა.

ნანახია: 685 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
14:14


"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველ პატრის ევრასა და "ლივერპულის" ფორვარდ ლუის სუარესს შორის ოთხთვიანი კონფლიქტი გრძელდება. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის პირველ წრეში აღნიშნული გუნდების დაპირისპირების შემდეგ ფრანგმა ურუგვაელ თავდამსხმელს ფეხბურთის ასოციაციაში რასისტულ შეურაცხყოფაში დასდო ბრალი, თუმცა ამას სუარესი არ აღიარებდა. ქვეყნის მმართველმა ორგანომ ევრას ბრალდება  განიხილა და ურუგვაელ ფორვარდს რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ სუარესისა და ევრას პირველი შეხვედრა მატჩის სასტარტო წუთიდან გუშინ შედგა. საფეხბურთო სამყარო იმის მოლოდინში იყო, ჩამოართმევდა თუ არა ურუგვაელი ხელს "წითელი ეშმაკების" მცველს. სუარესმა ევრას ხელი არ ჩამოართვა, შეხვედრა "მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა, რის შემდეგაც ფრანგმა მცველმა "ლივერპულის" თავდამსხმელის წინ პროვოკაციულად "წაიცეკვა". ბევრი მოელოდა, რომ გუშინდელი შეხვედრა ფეხბურთელების შერიგების დღე იქნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

ცოტა ხნის წინ "ლივერპულის" ოფიციალურ საიტზე სუარესის განცხადება დაიდო, სადაც ის ბოდიშს იხდის.

"ოლდ ტრაფორდზე" მატჩის დროს მწვრთნელს ვესაუბრე და მივხვდი, რომ არასწორი საქციელი ჩავიდინე. მე შეცდომა დავუშვი და ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა. მატჩის წინ პატრის ევრასთვის ხელი უნდა ჩამომერთმია, ბოდიშს ვიხდი ჩემი ქმედების გამო. მინდა, რომ ეს საკითხი ბოლოს და ბოლოს უკან დარჩეს და კონცენტრირება მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე მოვახდინო", - აღნიშნა სუარესმა.

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2703
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2700
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2450
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2051
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1923
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.