188BET-ის ტვიტერის გვერდმა "ლივერპულის" სლოვაკ მცველ მარტინ შკრტელს უმასპინძლა. 26-წლის ფეხბურთელმა სხვადასხვა კითხვებს სოციალური ქსელის მეშვეობით უპასუხა.
- ვინ არის "ლივერპულის" შემადგენლობაში ყველაზე სახალისო ფეხბურთელი? - პეპე რეინა.
- რას იტყვით სოტო კირიაკოსზე? - ბრწყინვალე ბიჭია. სანამ "ლივერპულში" თამაშობდა, ერთმანეთის ახლო მეგობრები ვიყავით და ძალიან დამწუხრდი, როდესაც მას გუნდის დატოვება მოუხდა. ეს ფეხბურთია და მას "ვოლფსბურგში" ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ!
- გვითხარით რამე დანიელ აგერის შესახებ... - შემიძლია გითხრათ, რომ ის ბრწყინვალე ფეხბურთელი და ადამიანია.
- ვინ არის თქვენი ყველაზე ახლო მეგობარი ფეხბურთში? - ფილიპ შებო. მე მასთან ერთად ვთამაშობ ნაკრებში (ისინი სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებშიც ერთად თამაშობდნენ. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც შკრტელს არცერთი ტატუ არ ჰქონდა).
- როგორ შეხვდით თქვენს შეყვარებულს, ბარბორას? - ერთმანეთი ფეისბუქის საშუალებით გავიცანით. მასთან ერთად ვჩათაობდი, შემდეგ კი შევხვდი...
- როდის გვაჩვენებთ თქვენი ახალდაბადებული შვილის, მატეოს ფოტოს? ყველას სურს მისი ნახვა! - ის ჯერ კიდევ პატარაა (მატეო მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დაიბადა), თუმცა როგორც კი წამოიზრდება, ჩვენ მას "ენფილდზე" წავიყვანთ და ვაჩვენებთ ყველას, ყველას, ყველას!
- გინდათ ის ფეხბურთელი რომ გამოვიდეს? - დიახ, თუმცა ამას თავად გადაწყვეტს. მე არ მინდა მისი მომავალი გადავწყვიტო, ამაში მხოლოდ დავეხმარები.
- ვინ არის თქვენთვის ყველაზე რთული მოწინააღმდეგე ფიზიკური მონაცემების მხრივ? - პიტერ კრაუჩი ან კენუაინ ჯონსი. ისინი ძლიერები არიან და მათ წინააღმდეგ მცველებს უჭირთ თამაში.
- როგორ მუსიკას უსმენთ? როგორ ისვენებთ მოედნის მიღმა? - სლოვაკურ რეპს. საერთოდ, დასვენება ბარბორასთან და ჩემს ბიჭთან მირჩევნია.
- რა არის "ლივერპულში" ყველაზე სასიამოვნო? - ყველაფერი! ეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. იყო ამ გუნდის წევრი - დიდი პატივია. "ლივერპულის" შემადგენლობაში მოედანზე გატარებული თითოეული წუთი უდიდესი სიამოვნებაა.
- გაქვთ რაიმე ტატუირება, რომელიც "ლივერპულს" უკავშირდება? - ჯერ არა, თუმცა არასდროს თქვა - არასდროს...
- თქვენი კარიერიდან რომელ მწვრთნელს გამოარჩევდით? - ვერავის გამოვარჩევ. ყველას თავისი გავლენა ჰქონდა.
- თქვენი საყვარელი ფილმი... - "გლადიატორი" ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.
- რატომ გაქვთ არჩეული 37-ე ნომერი? - ჩემი ბედნიერი რიცხვი 3-ია, ჩემი გოგოს კი -7.
- რომლის მოგება უფრო გინდათ - ჩემპიონთა ლიგის თუ პრემიერლიგის? - თითოეულ მოთამაშეს სურს, რომ უბრალოდ მოიგოს ტიტული. არ არსებობს მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი ტიტულები.
- რომელი იქნებოდა თქვენთვის იდეალური ფინალი? კითხვაში ვგულისხმობ - მეტოქეს, ანგარიშს, ჩემპიონატს და სტადიონს... - ნებისმიერი, თუმცა "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვება მშვენიერი იქნებოდა!
- გესმით კენი დალგლიში რის შესახებაც საუბრობს ხოლმე? - უმეტესწილად მესმის, თუმცა პირველ შეხვედრაზე მისი გაგება გამიჭირდა. - რომლის აქცენტის გაგება უფრო რთულია - კენის თუ კარაგერის? - დალგლიშის, თუმცა არც კარაგერია ნაკლები.
- ოდესმე მწვრთნელად მუშაობაზე გიფიქრიათ? - არა მგონია, რომ ეს პროფესია მომიხდება. ჯერ ფეხბურთს ვთამაშობ...