პარასკევი, 03.05.2024, 16:23     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2012 » თებერვალი » 25 » სეზონი "უემბლიზე" არ მთავრდება
03:56
სეზონი "უემბლიზე" არ მთავრდება

"ლივერპულის" ოფიციალურმა ვებგვერდმა კლუბის აღმასრულებელი დირექტორის დემიენ კომოლის ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ის ლიგის თასის ფინალის წინ (26 თებერვალი, უემბლი) კლუბში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობს.

- როგორი სიტუაციაა ამჟამად მელვუდში ("ლივერპულის" ბაზა)?
- მშვენიერი განწყობაა. ვფიქრობ, ეს იმის წყალობაა, რომ ბოლო შეხვედრაში ასოციაციის თასზე 6 გოლის გატანა შევძელით. გარდა ამისა, განწყობაზე ლიგის თასის ფინალის მოახლოებაც მოქმედებს.

- სეზონის წინ აღნიშნულ ტურნირზე აქცენტი იმიტომ ხომ არ გაკეთდა, რომ სხვები მას ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ?
- ტიტული ნამდვილად გვჭირდებოდა. ამაზე ყველა ვთანხმდებოდით. მით უფრო, რომ წელს ევროთასებზე არ გვითამაშია და ძალები საკმარისი გვქონდა. თანაც, მეოთხედფინალურ სტადიაზე გუნდები უკვე ოპტიმალური სასტარტო შემადგენლობებით თამაშობდნენ.

- როგორ ფიქრობთ, ეს დალგლიშის მუშაობამ მიიყვანა "ლივერპული" "უემბლის" ფინალამდე?
- ვფიქრობ, მხოლოდ ამ ერთ მატჩზე ლაპარაკი არ ღირს. მთელი სამუშაოს გათვალისწინებაა აუცილებელი. მასთან და მის შტაბთან ერთად გვეძლევა შანსი, რომ ტიტულები მივიგოთ.

- რაკი წინ ფინალური ასპარეზობაა, გუნდის მომზადება თუ იქნება რაიმეთი განსხვავებული?
- ჩვენ ისევე განვიხილავთ ამ მატჩს, როგორც რიგით გასვლით შეხვედრას. შესაბამისად, მომზადებასაც ჩვეულებრივ გავივლით. კენის წინასწარ ჰქონდა ყველაფერი ასე დაგეგმილი. რა თქმა უნდა, არის სხვაობაც, რადგან მეტოქესთან თამაშებს მიჩვეული არ ვართ. ამისთვის მეტოქის უფრო მეტი მატჩის შესწავლა გახდა საჭირო. უნდა უზრუნელვყოთ, რომ ფეხბურთელებს მეტოქეზე საკმარისი ინფორმაცია ჰქონდეთ იქამდე, ვიდრე თამაში დაიწყება.

- "ლივერპულს" ახალგაზრდული გუნდი ჰყავს. ბევრისთვის ეს პირველი ტიტული შეიძლება აღმოჩნდეს. გუნდზე ეს დიდ გავლენას მოახდენს?
- თუკი კვირას თასის მოგება შევძელით, ეს ფრთებს გამოასხამს ყველას, ვინც კი ჩვენს კლუბთან რაიმეთი მაინც არის დაკავშირებული. ანალოგიური ისტორია გადახდა თავს 2008-ში "ტოტენჰემს". მას შემდეგ "დეზებმა" წარმატებული გუნდის შენება დაიწყეს. იმედია, ჩვენთანაც იგივე მოხდება. ფინალი მხოლოდ ახალგაზრდებს კი არა, გამოცდილ ფეხბურთელებსაც მისცემს თავის გამოჩენის შესაძლებლობას. ჩვენ გვყავს დირკ კუიტი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის გარდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში უთამაშია. გვყავს სუარესი და კოატესი, რომელთაც კოპა ამერიკა აქვთ მოგებული. ასევე დაუნინგი, ვისთვისაც ეს კარიერაში ლიგის თასის მესამე ფინალი იქნება.

- გამარჯვება გუნდისთვის მომავალ წელს ევროპაში დაბრუნების გარანტიაა. ეს დამატებითი მოტივაცია იქნება?
- ასე გეტყვით, "დიახ" და "არა". ერთი მხრივ, ის ევროპის ლიგის საგზურს მოგვიტანს, თუმცა, მეორე მხრივ, თავისთავად ტიტულის მოგება უფრო გახლავთ მოტივაცია, ვიდრე ხსენებულ ტურნირში თამაში.

- რას ფიქრობენ კლუბის მესაკუთრეები ყოველივეზე, რაც გუნდში ამჟამად ხდება?
- კენი და მე მათ უკვე ველაპარაკეთ. ისინი მოუთმენლად ელიან თავიანთ პირველ ვიზიტს "უემბლიზე". პირველი ნახევარფინალის შემდეგ გულმოდგინედ ავუხსენი, რამდენად მნიშვნელოვანია "უემბლი" ინგლისური ფეხბურთისთვის. ამ წუთას ყველანი აღტაცებულნი ვართ იმით, წინ რაც გველის, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა როგორ დასრულდება შეხვედრა, სეზონი "უემბლის" შემდეგაც გრძელდება.

- ლიგის თასის ფინალის გარდა "ლივერპული" ასოციაციის თასის 1/4-ფინალშიც არის გასული და ჩემპიონთა ლიგის ზონასაც სულ რამდენიმე ქულით ჩამორჩება. სეზონის მიმდინარეობით კმაყოფილი ხართ?
- დიახ, რა თქმა უნდა. მე და დალგლიშს ამ თემაზე არაერთხელ გვიმსჯელია. ვფიქრობთ, უკეთესობისკენ დიდი ნაბიჯები გადავდგით. ერთი წლის განმავლობაში, რაც კენი გუნდში დაბრუნდა, 9 ახალი ფეხბურთელი მოვიყვანეთ. ეს გუნდის დიდ რეკონსტრუქციას ნიშნავს. შედეგების საჩვენებლად კი "ლივერპულს" დრო სჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნანახია: 649 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
16:23

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2703
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2700
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2450
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2051
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1923
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.