ძვირფასო ჯეოსკაუზერების საიტის მომხმარებლებო, როგორც მოგეხსენებათ საიტზე მიმდინარეობს მთავარი ადმინისტრატორის არჩევნები, რომელიც 12 დეკემბერს დაიხურება, რის შემდეგაც საიტს ეყოლება ახალი ხელმძღვანელი. აქამდე ვაპირებდი მე, როგორც საიტის დამფუძნებელი დავრჩენილიყავი საიტის მფლობელად, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მივიღე გადაწყვეტილება, რომ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი და კიდევ ერთი პირი, რომელიც იქნება პასუხისმგებლობითა და "ლივერპულის" სიყვარულით გამორჩეული საიტი გადავცე სრულ მფლობელობაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საიტს საბოლოოდ ვტოვებ. მე არ ვღალატობ "ლივერპულს" და მერსისაიდული გუნდის სიყვარულით დაარსებული საიტი ჩემს პრიორიტეტ საიტად დარჩება. ჩვენი საიტი შეიქმნა 2011 წლის 27 აპრილს. ამ საიტის დაარსებით მიზნად არ დამისახავს ვინმესთვის კონკურენცია გამეწია და სურვილი რომც მქონოდა, არა მგონია ეს მომეხერხა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საიტს ნორმალური დომეინი არ აქვს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ჯეოსკაუზერების საიტმა სხვა საიტებისგან განსხვავებული ნიშა დაიკავა და ამის მაგალითია თუნდაც საიტის სახელი, რაც "ლივერპული" ქართველ ფანებს ნიშნავს. ამ ხნის მანძილზე საკმაოდ დიდი პერიოდი იყო დრო, როდესაც საიტზე მხოლოდ მე ვმუშაობდი და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მიზეზის გამო ხშირად 24 საათიდან 1 წუთიც არ მქონდა იმისთვის, რომ საიტზე მემუშავა, არ ყოფილა დღეს, როდესაც საიტზე თუნდაც ერთი სიახლე არ დადებულიყო. ჩემი ხელმძღვანელობის დროს სიახლის დადებისას ყურადღება ექცევა მის გამართულობასა და სიზუსტეს, ობიექტურობასა და გუნდის ოფიციალური მხარის პოზიციას. მართალია საიტი დიზაინითა და დომეინით ვერ დაიკვეხნის, თუმცა ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთან არავისზე ნაკლები სტატია არ იდებოდა. მინდა, რომ ახალმა ხელმძღვანელობამ, რომელიც 13 დეკემბერს უკვე ცნობილი უნდა იყოს, თუ აღნიშნულზე უკეთ თუ არა, ნაკლებად მაინც არ იმუშაოს. საიტი ახალი ხელმძღვანელობისა და ახალი გეგმების მოლოდინშია. მე კი ჩემის მხრივ რაც შემეძლება ყველანაირად გვერდში დავუდგები ჯეოსკაუზერების საიტს. Y. N. W. A.