პარასკევი, 03.05.2024, 13:09     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2012 » თებერვალი » 7 » "სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს"
19:43
"სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს"


ზოგჯერ საფეხბურთო მოედნებზე შეშლილი და ხშირ შემთხვევაში შიშველი ფანების მსგავსად, ცხოველებიც გამოჩნდებიან ხოლმე. ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა წუხელ "ლივერპულისა" და "ტოტენჰემ ჰოთსბურის" მატჩშიც, როცა "ენფილდის" საფარი კატამ გადაირბინა. შესაძლოა, ბევრისთვის შეხვედრის ყველაზე საინტერესო მომენტი სწორდაც ეს იყო. გთავაზობთ რამდენიმე შემთხვევას, როცა ცხოველებმა საფეხბურთო მატჩში "მონაწილეობა მიიღეს".

The Anfield cat

ჩემპიონთა ლიგის 2006 წლის გათამაშებაში მაშინ, როცა ლონდონის "არსენალი" "ვილიარეალს" მასპინძლობდა, "ჰაიბერიზე" ციყვი გამოჩნდა.

პოლონეთის ჩემპიონატში "პოლონიასა" და "ვისლას" მატჩი ძაღლმა დაამშვენა. ამ შემთხვევაში კრაკოველთა კიპერმა თავისი მოხერხებულობა კინოლოგიის განხრითაც დააფიქსირა.

"ნიუკასლ იუნაიტედისაა" და "რიდინგის" მატჩში კი თავი ობაფემი მარტინსმა გამოიჩინა, რომელმაც მოახერხა და მოედანზე ტყის ქათამი დაიჭირა.

ბელგიის ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში კი მამადუ ჰაბიბ ჰაბიბუმ მოედანზე შეჭრილი იხვი სარეკლამო აბრებს მიღმა ისე ისროლა, თითქოს ხელში უსულო საგანი ეჭირა.

1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩისას ინგლისელმა ჯიმი გრივსმა  მოედანზე შეპარული ძაღლი სტვენა-სტვენით მოაჯადოვა.

1986 წელს თასების მფლობელთა თასის ტურნირზე კიევის "დინამოსა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შორის  მატჩში მამლის დაჭერას ორივე გუნდის ფეხბურთელები ცდილობდნენ, თუმცა ყველა ხელმოცარული დარჩა, საბოლოოდ კი, მოედანზე გაურკვეველი მიზნით შეჭრილმა ფრინველმა თავისივე ნებით დატოვა იქაურობა.


ნანახია: 801 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
13:09


ზოგჯერ საფეხბურთო მოედნებზე შეშლილი და ხშირ შემთხვევაში შიშველი ფანების მსგავსად, ცხოველებიც გამოჩნდებიან ხოლმე. ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა წუხელ "ლივერპულისა" და "ტოტენჰემ ჰოთსბურის" მატჩშიც, როცა "ენფილდის" საფარი კატამ გადაირბინა. შესაძლოა, ბევრისთვის შეხვედრის ყველაზე საინტერესო მომენტი სწორდაც ეს იყო. გთავაზობთ რამდენიმე შემთხვევას, როცა ცხოველებმა საფეხბურთო მატჩში "მონაწილეობა მიიღეს".

The Anfield cat

ჩემპიონთა ლიგის 2006 წლის გათამაშებაში მაშინ, როცა ლონდონის "არსენალი" "ვილიარეალს" მასპინძლობდა, "ჰაიბერიზე" ციყვი გამოჩნდა.

პოლონეთის ჩემპიონატში "პოლონიასა" და "ვისლას" მატჩი ძაღლმა დაამშვენა. ამ შემთხვევაში კრაკოველთა კიპერმა თავისი მოხერხებულობა კინოლოგიის განხრითაც დააფიქსირა.

"ნიუკასლ იუნაიტედისაა" და "რიდინგის" მატჩში კი თავი ობაფემი მარტინსმა გამოიჩინა, რომელმაც მოახერხა და მოედანზე ტყის ქათამი დაიჭირა.

ბელგიის ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში კი მამადუ ჰაბიბ ჰაბიბუმ მოედანზე შეჭრილი იხვი სარეკლამო აბრებს მიღმა ისე ისროლა, თითქოს ხელში უსულო საგანი ეჭირა.

1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩისას ინგლისელმა ჯიმი გრივსმა  მოედანზე შეპარული ძაღლი სტვენა-სტვენით მოაჯადოვა.

1986 წელს თასების მფლობელთა თასის ტურნირზე კიევის "დინამოსა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შორის  მატჩში მამლის დაჭერას ორივე გუნდის ფეხბურთელები ცდილობდნენ, თუმცა ყველა ხელმოცარული დარჩა, საბოლოოდ კი, მოედანზე გაურკვეველი მიზნით შეჭრილმა ფრინველმა თავისივე ნებით დატოვა იქაურობა.


მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2703
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2700
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2450
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2051
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1923
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.