პარასკევი, 03.05.2024, 08:41     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2012 » თებერვალი » 11 » პრევიუ: "მანჩესტერ იუნაიტედი"-"ლივერპული"
14:48
პრევიუ: "მანჩესტერ იუნაიტედი"-"ლივერპული"

25-ე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედისა” და "ლივერპულის” დაპირისპირება სხვებზე მეტ ყურადღებას იპყრობს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ერთმანეთს უპრინციპულესი მეტოქეები და ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი გუნდები ხვდებიან. 

დამატებით ინტრიგას ბადებს ლუის სუარესისა და პატრის ევრას შეხვედრის მოლოდინი. ამ თემაზე იმდენი ვილაპარაკეთ, რომ თქვენს ყურადღებას აღარ გადავღლით. 

კენი დალგლიშმა ისე განაცხადა, ლუისი მეტოქეს ხელს ჩამოართმევსო, რომ ალბათ ძირითად შემადგენლობაში უპირებს დაყენებას. ეს ლოგიკურიც იქნება. ურუგვაელის არყოფნაში სასტარტოში ენდი კეროლი იდგა, თუმცა ახმახი ინგლისელი მერსისაიდელებს ვერაფერში წაადგა. 

წელს ეს გუნდები ერთმანეთს ორჯერ უკვე შეხვდნენ და ორჯერვე "ენფილზე”. ჩემპიონატის პირველ წრეში მათი შეხვედრა 1:1 დასრულდა. ასოციაციის თასზე კი "წითლებმა” "წითელი ეშმაკები” 2:1 დაამარცხეს და გათამაშებას გამოთიშეს.

წინა ტურში ორივემ ფრედ ითამაშა, მაგრამ ერთმანეთთან დაპირისპირებას ისინი განსხვავებულ განწყობაზე ხვდებიან. "ლივერპულმა” მერვე ფრე ითამაშა შინაურ კედლებში, რაც "ისტორიული მიღწევაა” გუნდისთვის. ამაზე მეტი მშვიდობიანი მატჩი მერსისაიდელებს "ენფილდზე” სეზონის განმავლობაში ჯერ არ უთამაშიათ. 

ისტორიული მატჩი ითამაშა "მანიუმაც” - "ეშმაკებმა” მესამედ პრემიერლიგაში 3-ბურთიანი ფორა ამოქაჩეს. იქამდე მათ მსგავსი რამ "შეფილდ უენსდისა” და "ტოტენჰემთან” ჰქონდათ ჩადენილი.

ახლა საკადრო პრობლემებზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა: ერთი მხრივ სერ ალექს ფერგიუსონის უფრო ცუდ ვითარებაშია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ "ლივერპულს” უფრო მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს, გუნდების მდგომარეობა თანაბარი გვეჩვენება. 3-თვიანი პაუზის შემდეგ მასპინძელთა განაცხადში იქნება ტომ კლევერლი. 
ფეხბურთელს ორშაბათს რეზერვისტთა შორის უნდა ეთამაშა, მაგრამ ევროპაში მძვინვარე ყინვების გამო თამაში გადაიდო. 

გამოჯანმრთელების იმედი ჰქონდა კრის სმოლინგს, მაგრამ მისი ასპარეზობა გამორიცხულია. არ იქნება ფილ ჯონსიც. ფეხბურთელები ევროპის ლიგაზე "აიაქსთან” მატჩისთვის (16 თებერვალი) წესით მზად უნდა იყვნენ.

გუნდების ვარსკვლავებს ესმით, რომ "ოლდ ტრეფორდზე” გასამართ შეხვედრას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია საჩემპიონო ბრძოლაში. იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ "სიტი” ცუდ ფორმაში მყოფ "ასტონ ვილას” ხვდება, "ეშმაკების” პატარა წაფორხილებაც და მათი თანაქალაქელები უზარმაზარ ფსიქოლოგიურ უპირატესობას მოიპოვებენ. 

"ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვგავართ. ჩვენსავით "ლივერპულსაც” შეუძლია დიდი ისტორიით დაიკვეხნოს. "მანჩესტერი” და "ლივერპული” ყველაზე წარმატებული გუნდები არიან ქვეყანაში და სწორედ ამიტომ ვაცნობიერებთ, რომ მათთან გამარჯვებისთვის მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო”, - აცხადებს რაიან გიგზი. 

მობილიზებულია და "ოლდ ტრეფორდისგან” "სათანადო” დახვედრას ელის ლუის სუარესი. აი, რა განუცხადა ვარსკვლავმა ურუგვაულ რადიოსადგურს რამდენიმე დღის წინ: 

"ვიცი, რა დახვედრაც მელოდება, რადგან პატრის ევრასთან პირისპირ შეყრა მომიწევს. იმედი მაქვს, ამაზე უარესი არაფერი მოხდება და იმას, რომ გულშემატკივრები მისტვენენ, დიდი ხანია შეჩვეული ვარ. რაც უნდა ეცადონ გულშემატკივრები ჩემზე ზეწოლას, მე ის მხოლოდ უფრო ძლიერს გამხდის”.

ტრავმა: ანდერსონი, ნანი, ლინდეგორი, ჯონსი, სმოლინგი, ფლეტჩერი, ვიდიჩი, ოუენი, კლევერლი - ლუკას ლეივა, ხოსე ენრიკე

მატჩის პირდაპირ ტრანსლირებას GMG ფეხბურთი აწარმოებს.

ნანახია: 751 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
08:41

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2703
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2700
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2450
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2051
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1923
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.