დღეს ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურში "ლივერპული" "სუონსი სიტის" მასპინძლობს.
მიმდინარე სეზონში "ლივერპულმა" შინ უკვე 5 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 3 ფრედ დასრულდა. კენი დალგლიშის გუნდი ვალდებულია პრემიერლიგის დებიუტანტი დაამარცხოს იმისთვის, რომ ტოპ ოთხეულის ადგილისთვის ბრძოლაში დაწინაურდეს.
დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს სტივენ ჯერარდი, კითხვის ნიშნის ქვეშაა ჯეიმი კარაგერის თამაშიც.
მიმდინარე სეზონში "სუონსიმ" 10 შეხვედრიდან 4 წააგო, 3 ფრედ ითამაშა და ამდენჯერვე გაიმარჯვა. გუნდი სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს.
"ლივერპულს" "სუონსისთან" სულ 10 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. აქედან 6 შეხვედრა მერსისაიდელთა გამარჯვებით დასრულდა, 2-ჯერ "გედებმა" იმარჯვეს, ამდენჯერვე გუნდები ფრეზე გაიყარნენ. აღნიშნულ გუნდებს შორის შეხვედრებში სულ გასულია 31 გოლი: 25-ჯერ "წითლებმა" გაიტანეს, 5-ჯერ კი "სუონსის" ფეხბურთელებმა. 19 გოლი სხვაობა საკმაოდ დიდია. "ენფილდროუდელებმა" "გედებთან" ყველაზე დიდი ანგარიშით 1990 წლის 9 იანვარს მოიგეს, როცა მატჩის საფინალო სასტვენმა ანგარიში 8:0 დააფიქსირა. ეს შეხვედრა ინგლისის თასის 1989/1990 წლების სეზონის გათამაშების რანგში გაიმართა.
მიმდინარე სეზონში "სუონსის" მატჩების შედეგები: 15.08.2011 წ. - "მანჩესტერ სიტი" - "სუონსი სიტი" - 4:0 20.08.2011 წ. - "სუონსი სიტი" - "უიგან ატლეტიკი" - 0:0 27.08.2011 წ. - "სუონსი სიტი" - "სანდერლენდი" - 0:0 10.09.2011 წ. - "არსენალი" - "სუონსი სიტი" - 1:0 17.09.2011 წ. - "სუონსი სიტი" - "ვესტ ბრომვიჩ ალბიონი" - 3:0 24.09.2011 წ. - "ჩელსი" - "სუონსი სიტი" - 4:1 02.10.2011 წ. - "სუონსი სიტი" - "სტოკ სიტი" - 2:0 15.10.2011 წ. - "ნორვიჩ სიტი" - "სუონსი სიტი" - 3:1 22.10.2011 წ. - "ვულვერჰემპტონი" - "სუონსი სიტი" - 2:2 29.10.2011 წ. - "სუონსი სიტი" - "ბოლტონი" - 3:1
აღნიშნულმა რეფერიმ "ლივერპულს" სეზონის გახსნით მატჩში "სანდერლენდის" წინააღმდეგ შეხვედრაში უმსაჯა. მაშინ დაუდმა ყვითელი ბარათი 8-ჯერ გამოიყენა და ერთხელაც "სანდერლენდის" კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა.