კვირა, 05.05.2024, 01:30     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » აპრილი » 30 » "ნიუკასლის" კიპერმა თადარიგი დაიჭირა
18:56
"ნიუკასლის" კიპერმა თადარიგი დაიჭირა


  "ნიუკასლის" ექს-ფორვარდი ენდი ქეროლი ცდილობს ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მატჩისთვის სასურველ კონდიციებში შესვლა მოასწროს. "კაჭკაჭების" გოლკიპერს - ტიმ კრულს ბევრი სამუშაო ექნება, თუ ქეროლს შეხვედრაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემა.

  "ენდი და ლუისი (სუარესი) მაღალი დონის ფეხბურთელები არიან. მათი ტანდემი უბრალოდ გასაოცარია", - "ნიუკასლის" მეკარის სიტყვებს გუნდის ოფიციალური საიტის ციტირებს. "კარგი იქნება ენდის კიდევ ერთხელ ნახვა. მიმდინარე სეზონში ქეროლს უკვე შევხვდი, როცა ჩვენი 21-წლამდელთა ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რაც შეეხება სუარესს, ის საოცრად თამაშობდა "აიაქსში" და ასეთ თამაშს "ლივერპულშიც" აგრძელებს. ინგლისში გადმოვიდა თუ არა, ის მაშინვე მოერგო პრემიერლიგას, ასე რომ, იოლი მატჩი არ გველის".

  ტიმ კრულმა შესანიშნავად იცის ორივე მოთამაშის შესაძლებლობები. ქეროლთან მისი "ნიუკასლში" ყფნის დროს მეგობრობდა, ხოლო სუარესზე ჰოლანდიის 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები უყვებოდნენ. "სუარესს გატანა ყოვლად წარმოუდგენელი ადგილიდანაც კი შეუძლია. მისი ყოველი გოლი უნიკალურია და როცა ამის შესახებ ჩემს სანაკრებო კოლეგებს ვესაუბრები, ისინი ჯერაც ვერ მიმხვდარან ამას როგორ აკეთებს. რჩება შთაბეჭდილება, რომლის მიხედვითაც, მცველებს თითქოს აჩვენებს, რომ ბურთის დამუშავება უჭირს, ამის შემდეგ ის სწრაფად და ადვილად გაურბის მათ. ის ძალიან სახიფათოა და მზად უნდა ვიყოთ".

  ტიმ კრულმა "ნიუკასლში" პირველი ნაბიჯები ენდი ქეროლთან ერთად გადადგა. მათ გუნდში სადებუტო შეხვედრაც ერთი აქვთ - 2006 წელს უეფას თასის მატჩი. "ის საღამო პალერმოში მეტად ემოციური იყო, რადგან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. კარგად მახსოვს, რომ არა ქეროლი, გუნდის ყველაზე პატარა მოთამაშე მე ვიქნებოდი. ყოველთვის კარგი მეგობრები ვიყავით, რადგან ერთად გამოვიარეთ ახალგაზრდული და სარეზერვო გუნდები. ძალიან სასიამოვნოა, რომ ენდის "ლივერპულში" საქმეები კარგად მისდის, თუმცა შევეცდებით გოლი არ გაგვიტანოს", - განაცხადა "ნიუკასლის" ჰოლანდიელმა კიპერმა.

ნანახია: 876 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
01:30


  "ნიუკასლის" ექს-ფორვარდი ენდი ქეროლი ცდილობს ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მატჩისთვის სასურველ კონდიციებში შესვლა მოასწროს. "კაჭკაჭების" გოლკიპერს - ტიმ კრულს ბევრი სამუშაო ექნება, თუ ქეროლს შეხვედრაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემა.

  "ენდი და ლუისი (სუარესი) მაღალი დონის ფეხბურთელები არიან. მათი ტანდემი უბრალოდ გასაოცარია", - "ნიუკასლის" მეკარის სიტყვებს გუნდის ოფიციალური საიტის ციტირებს. "კარგი იქნება ენდის კიდევ ერთხელ ნახვა. მიმდინარე სეზონში ქეროლს უკვე შევხვდი, როცა ჩვენი 21-წლამდელთა ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რაც შეეხება სუარესს, ის საოცრად თამაშობდა "აიაქსში" და ასეთ თამაშს "ლივერპულშიც" აგრძელებს. ინგლისში გადმოვიდა თუ არა, ის მაშინვე მოერგო პრემიერლიგას, ასე რომ, იოლი მატჩი არ გველის".

  ტიმ კრულმა შესანიშნავად იცის ორივე მოთამაშის შესაძლებლობები. ქეროლთან მისი "ნიუკასლში" ყფნის დროს მეგობრობდა, ხოლო სუარესზე ჰოლანდიის 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები უყვებოდნენ. "სუარესს გატანა ყოვლად წარმოუდგენელი ადგილიდანაც კი შეუძლია. მისი ყოველი გოლი უნიკალურია და როცა ამის შესახებ ჩემს სანაკრებო კოლეგებს ვესაუბრები, ისინი ჯერაც ვერ მიმხვდარან ამას როგორ აკეთებს. რჩება შთაბეჭდილება, რომლის მიხედვითაც, მცველებს თითქოს აჩვენებს, რომ ბურთის დამუშავება უჭირს, ამის შემდეგ ის სწრაფად და ადვილად გაურბის მათ. ის ძალიან სახიფათოა და მზად უნდა ვიყოთ".

  ტიმ კრულმა "ნიუკასლში" პირველი ნაბიჯები ენდი ქეროლთან ერთად გადადგა. მათ გუნდში სადებუტო შეხვედრაც ერთი აქვთ - 2006 წელს უეფას თასის მატჩი. "ის საღამო პალერმოში მეტად ემოციური იყო, რადგან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. კარგად მახსოვს, რომ არა ქეროლი, გუნდის ყველაზე პატარა მოთამაშე მე ვიქნებოდი. ყოველთვის კარგი მეგობრები ვიყავით, რადგან ერთად გამოვიარეთ ახალგაზრდული და სარეზერვო გუნდები. ძალიან სასიამოვნოა, რომ ენდის "ლივერპულში" საქმეები კარგად მისდის, თუმცა შევეცდებით გოლი არ გაგვიტანოს", - განაცხადა "ნიუკასლის" ჰოლანდიელმა კიპერმა.

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2704
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2703
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2451
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2052
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1924
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.