სამშაბათი, 30.04.2024, 08:35     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 2 » ნამდვილი რომანტიკა
14:59
ნამდვილი რომანტიკა


თა­ვი­დან­ვე შევ­თან­ხმდეთ, რომ ჩვენ ყვე­ლა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვართ... მაგ­რამ! გარ­და ამი­სა... მე გერ­მა­ნი­ის ნაკ­რე­ბის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ. 1985 წლის 28 აგ­ვის­ტო იყო, 8 წლის ვი­ყა­ვი, დე­და­ჩემ­თან ერ­თად გაგ­რა­ში ვის­ვე­ნებ­დი და სას­ტუმ­რო "სკა­ლა”-ს ფო­ი­ე­ში გფრ-სსრკ-ს ამ­ხა­ნა­გურ მატჩს ვუ­ყუ­რებ­დი, ტე­ლე­ვი­ზო­რის წინ ნოხ­ზე ვი­ჯე­ქი და რო­გორც ჩანს, ისე მხურ­ვა­ლედ გა­მოვ­ხა­ტავ­დი ემო­ცი­ებს, რომ ვი­ღაც უც­ნო­ბი ბი­ძი­ის ყუ­რად­ღე­ბა მი­ვიქ­ციე, რო­მე­ლიც უცებ მო­მი­ახ­ლოვ­და, ცხვირ­თან მუშ­ტი მო­მი­ტა­ნა და მკით­ხა: ты знаешь силу русского кулака? ამის მე­რე 5 წე­ლი გა­ვი­და და 1990 წლის 8 ივ­ლისს ფეხ­ბურ­თში ჩე­მი ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი დღეც მახ­სოვს: გერ­მა­ნია მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, იმ ღა­მეს პირ­ვე­ლად დავ­ლიე შამ­პა­ნუ­რი, მა­რა­დო­ნა კი ტი­რო­და... გა­ვი­და კი­დევ 6 წე­ლი და მახ­სოვს ბირ­ჰო­ფის ოქ­როს გო­ლი, 1996 წელს გერ­მა­ნი­ამ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი მო­ი­გო და Wembley-ზე ბუნ­დეს ნაკ­რე­ბი­სათ­ვის Mercury-ს We Are the Champions გუ­გუ­ნებ­და... საკ­მა­ოდ ბევ­რი მე­გო­ბა­რი კი იტა­ლი­ის ნაკ­რე­ბის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მყავს. მათ ახ­სოვთ 2006-ში ზი­და­ნის თა­ვი მა­ტე­რა­ცის მკერ­დში... იმ წელს იტა­ლი­ამ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­ი­მარ­ჯვა... არ­გენ­ტი­ნის ფა­ნე­ბიც მყავს მე­გობ­რე­ბი. იმა­თაც ახ­სოვთ მა­რა­დო­ნა, მაგ­რამ ცრემ­ლე­ბის გარ­და, მი­სი ღმერ­თის ხე­ლი და ეშ­მა­კის ფე­ხე­ბიც ახ­სენ­დე­ბათ... 1986-ში არ­გენ­ტი­ნამ პლა­ნე­ტა­ზე უძ­ლი­ე­რე­სის წო­დე­ბა მო­ი­პო­ვა... ბრა­ზი­ლი­ის ნაკ­რე­ბის გულ­შე­მატ­კივ­რებ­საც ვიც­ნობ, რომ­ლებ­საც ახ­სოვთ 1994-ში რო­მა­რიო-ბე­ბე­ტოს დუ­ე­ტი და 2002-ში რი­ვალ­დო-რო­ნალ­დო-რო­ნალ­დი­ნი­ოს ტრიო... ამ წლებ­ში ბრა­ზი­ლი­ამ მო­ი­გო მსოფ­ლიო თა­სი... ჰო­ლან­დი­ის ფა­ნე­ბიც არი­ან ჩე­მი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლებ­საც არა­სო­დეს და­ა­ვიწ­ყდე­ბათ 1988 წელს, ვან ბას­ტე­ნის ფი­ნალ­ში გა­ტა­ნი­ლი ზღაპ­რუ­ლი გო­ლი, რო­დე­საც ნა­რინ­ჯის­ფრე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნე­ბი გახ­დნენ. ჩემს მე­გო­ბარ საფ­რან­გე­თის ფა­ნებს კი არ და­ა­ვიწ­ყდე­ბათ ზი­და­ნის თა­ვუ­რი დარ­ტყმე­ბი 1998 წლის მსოფ­ლი­ოს ფი­ნალ­ში და ტრე­ზე­გეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი გო­ლი 2000 წლის ევ­როს გა­დამ­წყვეტ მატ­ჩში. იმ წლებ­ში ფრან­გებ­მა მო­ი­გეს ტი­ტუ­ლე­ბი. რა­მო­დე­ნი­მე ეს­პა­ნე­თის ნაკ­რე­ბის ქო­მაგ­საც ვიც­ნობ და მათ 2008 წლის ევ­როს ფი­ნალ­ში ტო­რე­სის და 2010-ის მსოფ­ლი­ოს ფი­ნალ­ში ინი­ეს­ტას გა­ტა­ნი­ლი გო­ლე­ბი ახ­სენ­დე­ბათ ტკბი­ლად... მაგ­რამ ჩემს ახ­ლობ­ლებ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტი ინ­გლი­სის ფა­ნია... და რა ახ­სოვთ მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­გლი­სის ფა­ნებს? მა­რა­დო­ნას ხე­ლი, პირ­სის და სა­უთ­გე­ი­ტის ვერ-გა­ტა­ნი­ლი პე­ნალ­ტე­ბი, სი­მე­ო­ნეს გა­ძე­ვე­ბუ­ლი ბექ­ჰე­მი, სი­მე­ნის შეც­დო­მა, გრი­ნის სირ­ცხვი­ლი და ლამ­პარ­დის არ ჩათ­ვლი­ლი გო­ლი... და მი­უ­ხე­და­ვად ამ­დე­ნი უბე­დუ­რე­ბი­სა, ისი­ნი მა­ინც ამა­ყად აგ­რძე­ლე­ბენ თა­ვი­ან­თი გუნ­დის გულ­შე­მატ­კივ­რო­ბას, უყ­ვართ დე­დო­ფა­ლი, უს­მე­ნენ ბით­ლზებს და გუ­ლის სიღ­რმე­ში წამთ, რომ ინ­გლი­სის ნაკ­რე­ბი მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სოა... ისი­ნი ფეხ­ბურ­თის ნამ­დვი­ლი რო­მან­ტი­კო­სე­ბი არი­ან.


ჟურნალი "ტაბულა"

ნანახია: 1026 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5
5 England  
0

3 truered  
0
zaan magaria me inglisis fani var miyvars dedofali da vusmen beatless pink floyds deep purples da led zepelins :D

4 Scouser_Kate  
0
მე ქეით მიდლტონი happy

2 gioqaro  
0
magari statiaa biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin

1 fRomAnfieLd  
0
magari statiaa Dzaan .. ise Mec Germaniis Fani var da taN arc tu ise didi wlovanebis miuxedavad 2002 wlis Chemtvisda samwuxaro finalic maxsovs biggrin

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
08:35


თა­ვი­დან­ვე შევ­თან­ხმდეთ, რომ ჩვენ ყვე­ლა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვართ... მაგ­რამ! გარ­და ამი­სა... მე გერ­მა­ნი­ის ნაკ­რე­ბის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ. 1985 წლის 28 აგ­ვის­ტო იყო, 8 წლის ვი­ყა­ვი, დე­და­ჩემ­თან ერ­თად გაგ­რა­ში ვის­ვე­ნებ­დი და სას­ტუმ­რო "სკა­ლა”-ს ფო­ი­ე­ში გფრ-სსრკ-ს ამ­ხა­ნა­გურ მატჩს ვუ­ყუ­რებ­დი, ტე­ლე­ვი­ზო­რის წინ ნოხ­ზე ვი­ჯე­ქი და რო­გორც ჩანს, ისე მხურ­ვა­ლედ გა­მოვ­ხა­ტავ­დი ემო­ცი­ებს, რომ ვი­ღაც უც­ნო­ბი ბი­ძი­ის ყუ­რად­ღე­ბა მი­ვიქ­ციე, რო­მე­ლიც უცებ მო­მი­ახ­ლოვ­და, ცხვირ­თან მუშ­ტი მო­მი­ტა­ნა და მკით­ხა: ты знаешь силу русского кулака? ამის მე­რე 5 წე­ლი გა­ვი­და და 1990 წლის 8 ივ­ლისს ფეხ­ბურ­თში ჩე­მი ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი დღეც მახ­სოვს: გერ­მა­ნია მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, იმ ღა­მეს პირ­ვე­ლად დავ­ლიე შამ­პა­ნუ­რი, მა­რა­დო­ნა კი ტი­რო­და... გა­ვი­და კი­დევ 6 წე­ლი და მახ­სოვს ბირ­ჰო­ფის ოქ­როს გო­ლი, 1996 წელს გერ­მა­ნი­ამ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი მო­ი­გო და Wembley-ზე ბუნ­დეს ნაკ­რე­ბი­სათ­ვის Mercury-ს We Are the Champions გუ­გუ­ნებ­და... საკ­მა­ოდ ბევ­რი მე­გო­ბა­რი კი იტა­ლი­ის ნაკ­რე­ბის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მყავს. მათ ახ­სოვთ 2006-ში ზი­და­ნის თა­ვი მა­ტე­რა­ცის მკერ­დში... იმ წელს იტა­ლი­ამ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­ი­მარ­ჯვა... არ­გენ­ტი­ნის ფა­ნე­ბიც მყავს მე­გობ­რე­ბი. იმა­თაც ახ­სოვთ მა­რა­დო­ნა, მაგ­რამ ცრემ­ლე­ბის გარ­და, მი­სი ღმერ­თის ხე­ლი და ეშ­მა­კის ფე­ხე­ბიც ახ­სენ­დე­ბათ... 1986-ში არ­გენ­ტი­ნამ პლა­ნე­ტა­ზე უძ­ლი­ე­რე­სის წო­დე­ბა მო­ი­პო­ვა... ბრა­ზი­ლი­ის ნაკ­რე­ბის გულ­შე­მატ­კივ­რებ­საც ვიც­ნობ, რომ­ლებ­საც ახ­სოვთ 1994-ში რო­მა­რიო-ბე­ბე­ტოს დუ­ე­ტი და 2002-ში რი­ვალ­დო-რო­ნალ­დო-რო­ნალ­დი­ნი­ოს ტრიო... ამ წლებ­ში ბრა­ზი­ლი­ამ მო­ი­გო მსოფ­ლიო თა­სი... ჰო­ლან­დი­ის ფა­ნე­ბიც არი­ან ჩე­მი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლებ­საც არა­სო­დეს და­ა­ვიწ­ყდე­ბათ 1988 წელს, ვან ბას­ტე­ნის ფი­ნალ­ში გა­ტა­ნი­ლი ზღაპ­რუ­ლი გო­ლი, რო­დე­საც ნა­რინ­ჯის­ფრე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნე­ბი გახ­დნენ. ჩემს მე­გო­ბარ საფ­რან­გე­თის ფა­ნებს კი არ და­ა­ვიწ­ყდე­ბათ ზი­და­ნის თა­ვუ­რი დარ­ტყმე­ბი 1998 წლის მსოფ­ლი­ოს ფი­ნალ­ში და ტრე­ზე­გეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი გო­ლი 2000 წლის ევ­როს გა­დამ­წყვეტ მატ­ჩში. იმ წლებ­ში ფრან­გებ­მა მო­ი­გეს ტი­ტუ­ლე­ბი. რა­მო­დე­ნი­მე ეს­პა­ნე­თის ნაკ­რე­ბის ქო­მაგ­საც ვიც­ნობ და მათ 2008 წლის ევ­როს ფი­ნალ­ში ტო­რე­სის და 2010-ის მსოფ­ლი­ოს ფი­ნალ­ში ინი­ეს­ტას გა­ტა­ნი­ლი გო­ლე­ბი ახ­სენ­დე­ბათ ტკბი­ლად... მაგ­რამ ჩემს ახ­ლობ­ლებ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტი ინ­გლი­სის ფა­ნია... და რა ახ­სოვთ მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­გლი­სის ფა­ნებს? მა­რა­დო­ნას ხე­ლი, პირ­სის და სა­უთ­გე­ი­ტის ვერ-გა­ტა­ნი­ლი პე­ნალ­ტე­ბი, სი­მე­ო­ნეს გა­ძე­ვე­ბუ­ლი ბექ­ჰე­მი, სი­მე­ნის შეც­დო­მა, გრი­ნის სირ­ცხვი­ლი და ლამ­პარ­დის არ ჩათ­ვლი­ლი გო­ლი... და მი­უ­ხე­და­ვად ამ­დე­ნი უბე­დუ­რე­ბი­სა, ისი­ნი მა­ინც ამა­ყად აგ­რძე­ლე­ბენ თა­ვი­ან­თი გუნ­დის გულ­შე­მატ­კივ­რო­ბას, უყ­ვართ დე­დო­ფა­ლი, უს­მე­ნენ ბით­ლზებს და გუ­ლის სიღ­რმე­ში წამთ, რომ ინ­გლი­სის ნაკ­რე­ბი მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სოა... ისი­ნი ფეხ­ბურ­თის ნამ­დვი­ლი რო­მან­ტი­კო­სე­ბი არი­ან.


ჟურნალი "ტაბულა"

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2695
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2674
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2443
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2045
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1917
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.