კვირა, 05.05.2024, 01:51     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » აპრილი » 29 » მზე, ლუდი და "ლივერპულის" ბიჭები
13:13
მზე, ლუდი და "ლივერპულის" ბიჭები


  თუ გახსოვთ, ინგლისის ნაკრების იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ „ლივერპულის" 22 წლის თავდამსხმელ ენდი ქეროლს ალკოჰოლისგან თავის შეკავება ურჩია, მაგრამ მენტორის შეგონება, ჯერჯერობით არ ჭრის - ფორვარდი, რომელმაც ეროვნული გუნდის შემადგენლობაში თავისი პირველი გოლი მარტში, განასთან ამხანაგურ შეხვედრაში გაიტანა, ოთხშაბათს, მეგობრებთან ერთად მადრიდში იყო და ლუდს შეექცეოდა. 

  რა უნდოდა ქეროლს ესპანეთის დედაქალაქში, გასაგებია - „სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს დაესწრო. მასთან ერთად იყვნენ ლივერპულელი თანაგუნდელები პეპე რეინა, გლენ ჯონსონი და რაულ მეირელეში. მიუხედავად „ლივერპულის" და „ევერტონის" ოდინდელი მტრობისა, „წითელ" საძმოსთან ერთად მადრიდში ტიმ კეჰილიც გახლდათ.

  შეგახსენებთ კაპელოს ნათქვამს: „ახლა ბევრი რამ ენდის ცხოვრების წესზე იქნება დამოკიდებული. ის ყოველ წამს ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. მე მას ამ ყველაფერზე პირადად ველაპარაკე. მეტი მუშაობა და ნაკლები ლუდი - აი, რა არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი".

  ქეროლი „ლივერპულში" „ნიუკასლიდან", იანვარში, 35 მილიონ ფუნტად გადავიდა და... ლუდის სიყვარულიც თან გადაიყოლა. ეს ამბავი მადრიდულ დარში კიდევ ერთხელ დადასტურდა, პაპარაცებმა კი შანსი ხელიდან არ გაუშვეს და ფოტოები გადაუღეს. 

  მოგეხსენებათ, ახალგაზრდა თავდამსხმელს მუხლი სტკივა, „ლივერპულისა" და „არსენალის" შეხვედრაში დაშავდა და ჯერ ბოლომდე არც არის გამოჯანმრთელებული, მაგრამ კვირას, კალენდრის თანახმად თავის ყოფილ გუნდთან, „ნიუკასლთან" უწევს შეხვედრა და ძალიან უნდა მოედანზე გავიდეს. 

  „ლივერპულის" თავკაცმა კენი დალგლიშმა ამ დღეებში განაცხადა, რომ ქეროლთან დაკავშირებით ჯერ არაფერი გადაუწყვეტია. შეიძლება არ გარისკოს და ფორვარდი სათადარიგოთა სკამზე დასვას. გაზეთები კი, ამასობაში წერენ, რომ ასეთ დროს მწვრთნელს მადრიდული ფოტოების ნახვა მაინცდამაინც არ გაეხარდებოდა. 

  „ჩვენ ენდის ამბავს ემიციურად არ გადავწყვეტთ, ანალიზს ჩავატარებთ და გადაწყვეტილებას ისე მივაღწევთ. არა მგონია მისმა მუხლმა იცოდეს, რომ „ლივერპული" "ნიუკასლს" ხვდება, ასე რომ თუ ის ჯანმრთელად იქნება, ვათამაშებ, თუ არა და სკამზე დავსვამ. მესმის, რომ ენდის თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში ძალიან უნდა, მაგრამ მან ჩვენთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ამის შანსი კიდევ ბევრჯერ მიეცემა. მისი მომავალი გაცილებით დიდია, ვიდრე ამ კვირის მატჩი „ნიუკასლ იუნაიტედთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ნანახია: 913 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
3 England  
0
zapoi aq dzmas happy

2 GeoScouser  
0
ბრიტანელია მაინც რაა wine wine wine

1 liverpoolgirl  
1
chemi loti bichiii, su galotda ra

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
01:51


  თუ გახსოვთ, ინგლისის ნაკრების იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ „ლივერპულის" 22 წლის თავდამსხმელ ენდი ქეროლს ალკოჰოლისგან თავის შეკავება ურჩია, მაგრამ მენტორის შეგონება, ჯერჯერობით არ ჭრის - ფორვარდი, რომელმაც ეროვნული გუნდის შემადგენლობაში თავისი პირველი გოლი მარტში, განასთან ამხანაგურ შეხვედრაში გაიტანა, ოთხშაბათს, მეგობრებთან ერთად მადრიდში იყო და ლუდს შეექცეოდა. 

  რა უნდოდა ქეროლს ესპანეთის დედაქალაქში, გასაგებია - „სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს დაესწრო. მასთან ერთად იყვნენ ლივერპულელი თანაგუნდელები პეპე რეინა, გლენ ჯონსონი და რაულ მეირელეში. მიუხედავად „ლივერპულის" და „ევერტონის" ოდინდელი მტრობისა, „წითელ" საძმოსთან ერთად მადრიდში ტიმ კეჰილიც გახლდათ.

  შეგახსენებთ კაპელოს ნათქვამს: „ახლა ბევრი რამ ენდის ცხოვრების წესზე იქნება დამოკიდებული. ის ყოველ წამს ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. მე მას ამ ყველაფერზე პირადად ველაპარაკე. მეტი მუშაობა და ნაკლები ლუდი - აი, რა არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი".

  ქეროლი „ლივერპულში" „ნიუკასლიდან", იანვარში, 35 მილიონ ფუნტად გადავიდა და... ლუდის სიყვარულიც თან გადაიყოლა. ეს ამბავი მადრიდულ დარში კიდევ ერთხელ დადასტურდა, პაპარაცებმა კი შანსი ხელიდან არ გაუშვეს და ფოტოები გადაუღეს. 

  მოგეხსენებათ, ახალგაზრდა თავდამსხმელს მუხლი სტკივა, „ლივერპულისა" და „არსენალის" შეხვედრაში დაშავდა და ჯერ ბოლომდე არც არის გამოჯანმრთელებული, მაგრამ კვირას, კალენდრის თანახმად თავის ყოფილ გუნდთან, „ნიუკასლთან" უწევს შეხვედრა და ძალიან უნდა მოედანზე გავიდეს. 

  „ლივერპულის" თავკაცმა კენი დალგლიშმა ამ დღეებში განაცხადა, რომ ქეროლთან დაკავშირებით ჯერ არაფერი გადაუწყვეტია. შეიძლება არ გარისკოს და ფორვარდი სათადარიგოთა სკამზე დასვას. გაზეთები კი, ამასობაში წერენ, რომ ასეთ დროს მწვრთნელს მადრიდული ფოტოების ნახვა მაინცდამაინც არ გაეხარდებოდა. 

  „ჩვენ ენდის ამბავს ემიციურად არ გადავწყვეტთ, ანალიზს ჩავატარებთ და გადაწყვეტილებას ისე მივაღწევთ. არა მგონია მისმა მუხლმა იცოდეს, რომ „ლივერპული" "ნიუკასლს" ხვდება, ასე რომ თუ ის ჯანმრთელად იქნება, ვათამაშებ, თუ არა და სკამზე დავსვამ. მესმის, რომ ენდის თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში ძალიან უნდა, მაგრამ მან ჩვენთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ამის შანსი კიდევ ბევრჯერ მიეცემა. მისი მომავალი გაცილებით დიდია, ვიდრე ამ კვირის მატჩი „ნიუკასლ იუნაიტედთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2704
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2703
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2451
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2052
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1924
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.