კვირა, 05.05.2024, 06:20     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » აგვისტო » 10 » მოუხელთებელი
00:28
მოუხელთებელი

აი, ახლა აქვს გემო სტადიონზე წასვლას, ვინაიდან მოვიდა გაზაფხული.

განსაკუთრებით უქმეებზე. იმიტომ, რომ უქმეებზე თამაშები დღისითაა და  მინდვრებს მზე დაჰნათის. რომც  წამოწვიმოს, მაინც მზეა, მაინც  რაღაცნაირი რბილი სითბოა და უქმე დროის გემოც  ხომ თავისთავად დააჩნევს თავის კეთილ კვალს ამ ამბავს. არც მეტროში შეკვეტებას ჩქრობ და პაბებშიც სულ სხვანაირი ხალხმრავლობაა.

ინგლისში ფეხბურთი გრძელდება.

და მგონი, არასდროს დამთავრდება.

იმის მიუხედავად, რომ დღევანდელი ფეხბურთიდან სრულიად განდევნილია ყოველგვარი იდეალიზმი და მასში საბანკო საქმე მეტია, ვიდრე სპორტის ოდინდელი გულუბრყვილობა და სიკეთე, ინგლისში ფეხბურთს მაინც შერჩენია რაღაც ისეთი, რაც მის დიდებულ წარსულზე მეტყველებს.  და არა მხოლოდ მეტყველებს, არამედ  ამ წარსულის გამოღვიძების ყოველწამიერ შანსსაც აცოცხლებს.

ეს შერჩენილი რამ, ამოუცნობი და მოუხელთებელია. ხედავ, რომ არის, ხოლო რა არის, ვერ იტყვი.

ალბათ, ოცი წლის წინ უფრო ჩანდა. იმის მერე კი კიდევ მეტი პირბადე მოჰხვევია.

შეიძლება, ეს მხოლოდ მოედნის და საკუთრივ თამაშის ამბავი არც იყოს, ანუ მხოლოდ თამაშისა, არამედ ყველაფრის ერთად: გაზეთის ბოლო გვერდის, საიდანაც  საფეხბურთო თავგადასავლი იწყება, ლუდის კათხის, რომელზეც იტყვიან ხოლმე, I had my good pint-ო,  გასახვევი თამბაქოსი, ფერფლისფერთმიანი ბებიებისა, რომლებიც თამაშზე მიკუსკუსებენ, სიმღერის, რომელიც რაღაც ძალიან ძველისკენ მიგაბრუნებთ, იუმორის, რომელიც  ტრიბუნების აუცილებელი თანამდევია, ფანური დინასტიების და რაღაცნაირი ერთგულებისა თვითონ თამაშის მიმართ. ცხენოსანი პოლიცის,  მეტროს გადაძეძგილი  ვაგონის, უცნობი  ადამიანების გულღია საუბრების, ჩქარი ნაბიჯის, სტადიონისკენ მიმავალ ბრბოს რომ აუკრეფია. რა ვიცი, ათასი რამის.

ადგილობრივი იერის გათვალისწინებით, ეს ყველაფერი, ალბათ, ყველგან არის, მაგრამ ინგლისში სწორედ ის მოუხელთებელი რაღაც არსებობს, რასაც სხვაგან ძნელად შეიგრძნობ.

დღეს ინგლისური ფეხბურთი სავსეა უცხოელებით. თამაშის ინგლისურმა სტილმა დიდი ცვლილება  განიცადა.  ინგლისის ნაკრების  მწვრთნელიც კი უცხოელია. ოღონდაც, ის მოუხელთებელი რამ მაინც ყველგან იგრძნობა.

ეგებ ეს ის იყოს, რომ ინგლისელებმა  ფეხბურთი მოიგონეს. ერთმა ჭკვიანმა კაცმა, როცა ინგლისის ნაკრების  ცუდ თამაშზე  საუბრობდა, თქვა, ყოველივე იმის მიზეზი, რომ ნაკრებს თამაში არ გამოუდის, წარსულშიაო. რახან ინგლისელებმა  ფეხბურთი მოიგონეს, მათი თამაში ისეთ ელემენტებს შეიცავს, რაც  სხვა  ქვეყნებში არ არსებობს, რახანღა სხვებმა ფეხბურთი მხოლოდ ისწავლეს და თავის ჭკუისა და ნიჭის მიხედვით განავითრესო.

საინტერესო ნათქვამია. მაგრამ უფრო სხვა მხრით და არა მაინცდამაინც ინგლისის ნაკრების უხეირო თამაშის გამო.

სიძველე აუცილებლად  შედის ამ მოუხელთებელში. ისიც, რომ ინგლისი კუნძულია და ისიც, რომ ფეხბურთი ყოველთვის უბრალო ხალხის, მუშათა კლასის თამაში იყო. ინგლისში კი ეს მუშათა კლასი დღესაც კლასად მოიხსენიება და უამრავი თავისებურება ახასიათებს.

დიდი ხანია, რაც სტადიონებზე მხოლოდ მუშათა კლასისა და მოსახლეობის დაბალხელფასიანი ფენის წარმომადგენლები არ დადიან, მაგრამ დიდი ფეხბურთელები ინგლისში ყოველთვის მუშა კლასიდან მოდიოდნენ.

დღეს, როცა უცხოეთი ასე მოვიდა ინგლისში, გადაშენებას დაადგა აქაურ ფეხბურთელთა ერთი განთქმული მუშური თვისებაც - სმა და დათრობა....

კიდევ რა ქრება და მიდის ინგლისური ფეხბურთიდან, ძნელი ჩამოსათვლელი არ არის, მაგრამ ადგილს კი ბევრს  წაიღებს...

მოკლედ, ყველაფერი იცვლება.

ის მოუხელთებელი კი რჩება. როდემდე. აი, ეს არის საქმე.

მაგრამ ახლა გაზაფხულია და სტადიონზე  სიარულს ბევრი არაფერი სჯობს.

გიო ახვლედიანი, ლონდონი.

28 აპრილი, 2011 წელი.

ჟურნალი "ლიბერალი"

ნანახია: 845 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
06:20

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2704
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2703
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2451
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2052
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1924
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.