"ლივერპული"-"ნიუკასლის" (3:0) მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "წითლების" დამრიგებელი კენი დალგლიში ფეხბურთელების მოქმედებით მეტად კმაყოფილი ჩანდა. "გახურებული თამაში გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ სანაპიროზე გასეირნებას არ მოველოდი, მაინც მძიმე მატჩი გამოდგა. მას შემდეგ, რაც გოლი გავიტანეთ, მეტოქე გააქტიურდა, გაახშირეს კარის მიმართულებით დარტყმები და საჯარიმო მოედანზე ჩაწოდებები, თუმცა ამოცანას შესანიშნავად გავართვით თავი და მეორე ტაიმში მატჩის სადავეები ჩვენს ხელში გადმოვიდა, რის შემდეგაც კიდევ ორჯერ დავლაშქრეთ მეტოქის კარი. საბოლოო ჯამში, დავიმსახურეთ ეს გამარჯვება. მთლიანობაში, ბიჭებმა საკუთარი თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს, რამაც ჩვენს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მეტოქე გუნდი მიმართავდა პრესინგს და არ გვაძლევდა თამაშის საშუალებას, თუმცა მაინც გატყდა. უნდა გავაგრძელოთ ამავე სულისკვეთებით, რათა დარჩენილი მატჩებიდან მაქსიმუმი მივიღოთ. გუნდი შესანიშნავ ფორმაში შევიდა და ეს არის ჩვენი ფეხბურთელების დასახურება. მოედანზე წარმატებული თამაში მუყაითი ვარჯიშის შედეგია. შესაძლოა, წინა მატჩების დარად კარგად ვერ ვაკონტროლებდით ბურთს, თუმცა ბიჭები ჩვეულებისამებრ თავდადებულად თამაშობდნენ. თუ ისინი ამ სულისკვეთებით თამაშს განაგრძობენ, საწადელს მივაღწევთ და რა იქნება ეს, ამას სეზონის ბოლოს გავარკვევთ", - აღნიშნა მეფე კენიმ
დალგლიშის სამწვრთნელო შტაბში მოსვლის შემდეგ გუნდი სრულიად გარდაიქმნა, თუმცა კენის თქმით, ფანების მხრიდან ქება-დიდება ფეხბურთელების და არა მწვრთნელის მისამართით უნდა ისმოდეს. "სწორედ ისინი გამოდიან სავარჯიშოდ და სათამაშოდ მოედანზე. მათ უნდა სჯეროდეთ საკუთარი ძალის. ჩვენ ისინი უბრალოდ უნდა გავამხნევოთ და მივცეთ სწორი მიმართულება", - განაცხადა კენიმ.
ერთ-ერთი ჟურნალისტი დაინტერესდა იმით, თუ სად იქნებოდა დალგლიში, რომ არ დაეწყო "ლივერპულში" მწვრთნელად მუშაობა, რაზეც შოტლანდიელმა შემდეგი უპასუხა: "მე ასე ვიკითხავდი: "რა იქნებოდა?" რა იქნებოდა, რომ მწვრთნელის ტვირთი ჩემს თავზე არ ამეღო და ფეხბურთელებიც უკეთესად მოქმედებდნენ და რომელ პოზიციაზე იქნებოდა მაშინ კლუბი?"
"ლივერპულს" მატჩის პირველ ნახევარში შედარებით უჭირდა და სტუმრებმა შეძლეს ბურთზე კონტროლის დაწესება, თუმცა ლუის სუარესის ბრწყინვალე თამაშის შედეგად, ყველაფერი შეიცვალა. ურუგვაელმა გამოიმუშავა თერთმეტმეტრიანი დარტყმა, რისი რეალიზირებაც დირკ კიუიტმა შეძლო. შემდეგ კი პირისპირ დარჩა ტიმ კრულთან და მეტოქე გუნდის კიპერი უშანსოდ დატოვა. "როდესაც ლუისი ბურთს იღებს, მეტოქის კარს საფრთხე ემუქრება. პარტნიორებმა შეუქმნეს შესანიშნავი შანსი გოლის გასატანად და არც მან დააყოვნა. მან დაიმსახურა ეს გოლი თავისი პირდაპირობის გამო. ის შესანიშნავი ბიჭია, ყოველთვის მოძრაობაშია და ეტყობა, როგორც უყვარს ფეხბურთი. დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრებისადმი და ფეხბურთისადმი ასეთი დამოკიდებულებით ის არსად დაიკარგება. ამის გამო მადლობას ვუხდი. ცხადია, ის მოსამზადებელი ეტაპის დიდ ნაწილს გამოტოვებს, რადგან კოპა ამერიკაზე ურუგვაის ნაკრებს მისი დახმარება სჭირდება, თუმცა არა მგონია, რომ მომდევნო სეზონში რაიმე კარდინალურად შეიცვალოს. ლუისი დარჩება ისევ ისეთ მომღიმარ და საქმიან ბიჭად, როგორიც ახლაა", - თქვა დალგლიშმა.
წინა მატჩთან შედარებით, როდესაც "ლივერპულმა" "ბირმინგემისგან" ქვა ქვაზე არ დატოვა (5-0), სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განხორციელდა. მარცხენა ფულბეკის პოზიციაზე ტრავმირებული გლენ ჯონსონი ახალგაზრდა ჯეკ რობინსონმა ჩაანაცვლა. "გუნდმა გლენის გარეშე დიდი ანგარიშით, 5-0 მოიგო და ჯეკის ადგილას ნებისმიერი ფეხბურთელი გაღიზიანდებოდა ამხელა წარმატების შემდეგ, ძირითადში რომ არ დამეყენებინა. ალოგიკური იქნებოდა გასულ კვირას "ბირმინგემის" დამარბეველი შემადგენლობიდან რაიმე ცვლილება, რომ გამეკეთა. ასე არაა? ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი (ფლანაგანი, რობინსონი) ნელ-ნელა ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმკვიდრებენ, ჯონჯო შელვიც ფორმაში შედის. ვგეგმავ, რომ შელვი ისევ დაცვის მარცხენა ფლანგზე დავაყენო, რათა გავარკვიო ჰგავს თუ არა რობერტო კარლოსს. ფლანაგანმა ბრწყინვალედ იმუშავა გუტიერესისა და ბარტონის წინააღმდეგ და გახდა პირველი საგოლე გადაცემა. ბედნიერი ვარ, რომ ის ჩვენს გუნდშია. როგორც ადრე ვთქვით, ტრავმირებული ფეხბურთელების ბედი ძალზედ გვაღელვებს, თუმცა სარეზერვო გუნდის ფეხბურთელები დიდ ფასეულობას წარმოადგენენ", - განაცხადა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.
მას შემდეგ, რაც "ლივერპული" უპირატესობას დაეუფლა, დალგლიშმა მოედანზე ენდი კეროლი გამოუშვა, რომელმაც წინა ტურში "ბირმინგემთან" შეხვედრა მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა. "ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდით, რომ არ ვყოფილიყვით დარწმუნებული, რომ ის სათამაშოდ სრულად მზადაა. მოედანზე არ გამოჩნდებოდა, ბოლომდე გამოჯანმრთელებეული რომ არ ყოფილიყო. მან მხოლოდ რამდენიმე დღეა, რაც ვარჯიში განაახლა. ასე რომ, მისი სათადარიგო სკამზე დატოვება სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია. მას კიდევ ბევრი შესაძლებლობა ექნება საკუთარი თავის დასამტკიცებლად. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მას ფორმის აღდგენაში. 20 წუთი თამაში სრულიად საკმარისია ამ დროისთვის", - აღნიშნა დალგლიშმა.
როდესაც ენდრიუ კეროლი მოედანზე გამოვიდა, "ნიუკასლის" ფანებმა ტრიბუნიდან გაბრაზებული ხმები ისმოდა. დალგლიშმა ამის შესახებ შემდეგი განაცხადა: "ჩემი აზრით, მომდევნო წელს, როდესაც "სენტ ჯეიმს პარკზე" ვითამაშებთ, პუბლიკის რეაქცია უარესი იქნება, თუმცა ამით თავზე ნაცარი არავის ეყრება. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, თუმცა უკვე საკმაოდ ძლიერი".
ჯეიმი კარაგერმა "ლივერპულის" ფორმა 665-ედ მოირგო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ამ შედეგით
ის ემილ ჰიუზსა და რეი კლემენსს გაუთანაბრდება და მათთან ერთად მეორე
პოზიციაზე დამკვირდა. ამ დროისთვის "ლივერპულში" თამაშების რაოდენობით რეკორდი იან კალაჰანს ეკუთვნის. მან "წითლების" ფორმა 857-ჯერ მოირგო. კენი დალგლიშმა იხუმრა: "კარა კალაჰენს 596 მატჩით გაუსწრებს. სინამდვილეში არ ვიცი, რომელმა რომელ ასაკში დაიწყო "ლივერპულში" თამაში. ვფიქრობ, კარა 17-18 წლის იყო, როცა "წითლებში" დებიუტი ჰქონდა. ასე რომ, კალაჰენს არაფრით ჩამორჩება".
პრესკონფერენციაზე კენი დალგლიშმა განაცხადა, რომ მისთვის ჯერ კიდევ უცნობია გამოჩნდება თუ არა მარტინ კელი ამ სეზონში.
ჟურნალისტმა მეფე კენის ფეხბურთში ტექნოლოგიების დამკვიდრებაზეც ჰკითხა, რომელმაც უნდა დააფიქსიროს გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი. შოტლანდიელმა ამის შესახებ შემდეგი თქვა: "ჩემთვის გაუგებარია, რატომ დაუპირისპირდა ამ იდეას ყველა. თუ რაიმე საკითხზე უთანხმოება მოხდა, ყველა შესაძლებლობა გამოყენებულ უნდა იქნას იმისთვის, რომ სიმართლე დადგინდეს. აუცილებელი არ არის, ამ ტექნოლოგიის მთლიან მოედანზე დანერგვა, თუმცა გაუგებარია, რატომ არ უნდა დაინერგოს კარის ხაზთან".