ხუთშაბათი, 02.05.2024, 13:55     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2012 » მაისი » 9 » მატჩები: "ლივერპული"-"ჩელსი" 4:1 (ვიდეომასალა, ფოტომასალა)
03:20
მატჩები: "ლივერპული"-"ჩელსი" 4:1 (ვიდეომასალა, ფოტომასალა)

ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურში "ლივერპულმა" ლონდონის "ჩელსი" დამაჯერებლად, ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

"არისტოკრატებს" აქცენტი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩისკენ აქვთ მიმართული და წუხანდელ შეხვედრაში ოდნავ გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს. სამაგიეროდ, "ლივერპული" გამოიყურებოდა მეტად მოტივირებულად. როგორც მოგეხსენებათ, სამი დღის წინ მერსისაიდული გუნდი ასოციაციის თასის ფინალში სწორედ "ჩელსისთან" დამარცხდა. ასე რომ, "წითლებს" რევანშის სურვილი ამოძრავებდათ. კენი დალგლიშმა სასტარტო განაცხადში ჯეი სპირინგის ნაცვლად ჯონჯო შელვი დააყენა, ძირითად შემადგენლობაში იყო ენდრიუ ქეროლიც.

"ლივერპული" მეტოქეზე ერთი-ორად უკეთ გამოიყურებოდა. მერსისაიდული გუნდის ფეხბურთელები განსაკუთრებით პირველ ტაიმში მოქმედებდნენ პროდუქტიულად. როგორც ყოველთვის, ლუის სუარესი მარტო ცდილობდა საგოლე მომენტის შექმნას და მე-18 წუთზე მისმა მცდელობამ შედეგიც გამოიღო. ურუგვაელი ფორვარდი შეტევის მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოსკენ დაიძრა, ჯონ ტერის ბურთი ფეხებს შუა გაუტარა და გადაცემის გაკეთება დააპირა, თუმცა ბურთი მაიკლ ესიენს მოხვდა და კარში შეგორდა 1:0.

უნდა აღინიშნოს, რომ ტერი მოწოდების სიმაღლეზე ვერ იდგა. ლონდონური კლუბის კაპიტანმა რამდენიმე სერიოზული შეცდომა დაუშვა. მეორე გოლიც ტერის კისერზეა. მაქსი როდრიგესმა გადაცემა ჯორდან ჰენდერსონის მიმართულებით გაგზავნა, თითქოს ბურთზე "არისტოკრატების" კაპიტანს უნდა ეთამაშა, თუმცა ტერის ფეხი დაუცდა, "წითლების" მე-14 ნომერი კი მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა და 25-ე წუთზე მერსისაიდული გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

სამ წუთში გოლით დანიელ აგერი გამოირჩა. დანიელმა მცველმა კუთხურიდან ჩამოწოდების შემდეგ ლონდონელტა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ტერნბულის კარის ბადე მესამედ შეარხია.

ტაიმის ბოლოს ბრანისლავ ივანოვიჩმა საჯარიმოში ქეროლი წააქცია და თერთმეტმეტრიანი დარტყმით "ლივერპულს" მეოთხე გოლის გატანის შანსი მისცა, თუმცა სტიუარტ დაუნინგის დარტყმული ძელს მოხვდა, დამატებაზე ვერც "წითლების" ცხრიანმა ივარგა.

მეორე ნახევრის დებიუტში "ჩელსის" ფეხბურთელებმა ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს. ჯარიმიდან საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ მერსისაიდელებმა სიტუაციის განეიტრალება ვერ მოახერხეს, რითაც რამირესმა ისარგებლა და 50-ე წუთზე ანგარიში 3:1 გახადა.

ლონდონელებს თამაშის გადარჩენის იმედი მიეცათ, თუმცა სქაუზერებმა "არისტოკრატებს" შანსი მალევე მოუსპეს, როცა ტერნბულის შეცდომით შელვიმ იხეირა და შორი მანძილიდან თითქმის ცარიელ კარში "ლივერპულის" უპირატესობა სამ ბურთამდე აღადგინა.

ამრიგად, "ჩელსიმ" სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად ამავე ტურნირის ფინალურ მატჩში 19 მაისს მიუნხენის "ბაიერნის" დამარცხება მოუწევს. რაც შეეხება "ლივერპულს", მერსისაიდელები 52 ქულით მერვე ადგილზე არიან და უკვე დიდი ხანია გარკვეულია, რომ ისინი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებენ. სამაგიეროდ, "წითლებმ" ინგლისის ლიგის თასის მოგებით ევროპის ლიგის საგზური მოიპოვეს.

"ლივერპული"-"ჩელსი" 4:1
ლივერპული, "ენფილდი" 40721‎

"ლივერპული": რეინა, გლენ ჯონსონი, შკრტელი, კარაგერი, აგერი, შელვი, ჰენდერნსონი, დაუნინგი (სტერლინგი 84'), მაქსი როდრიგესი (კიუიტი 83'), სუარესი, ქეროლი.
მთავარი მწვრთნელი: კენი დალგლიში.

"ჩელსი": ტერნბული, ფერეირა, ტერი, ივანოვიჩი, ბერტრანდი, რომეუ, ესიენი, რამირესი, მალუდა, ტორესი, სტარიჯი (ლუკაკუ 68').
მწვრთნელი: რობერტო დი მატეო.

გოლები: ესიენი 19' (ავტოგოლი), ჰენდერსონი 25', აგერი 29', შელვი 61' - რამირესი 50'.

გამოუყენებელი პენალტი: დაუნინგი (45+3', ძელი).
გაფრთხილებები: ჰენდერსონი 65', აგერი 71' - ფერეირა 15', ტერი 22', ესიენი 44', ივანოვიჩი 45+2'.
კუთხური: 7-4; კარში დარტყმა: 13-5; კარისკენ დარტყმა: 10-4; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 3-0; ბურთის ფლობა: 48%-52%.
მთავარი მსაჯი: კევინ ფრენდი.

ნანახია: 884 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 nika yvelashvili  
0
toress gaedo!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
13:55

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2699
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2678
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2449
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2050
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1922
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.