კვირა, 05.05.2024, 07:32     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2012 » მარტი » 3 » მატჩები: "ლივერპული"-"არსენალი" 1:2 (ვიდეომასალა, ფოტომასალა)
19:46
მატჩები: "ლივერპული"-"არსენალი" 1:2 (ვიდეომასალა, ფოტომასალა)

ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტური "ლივერპულისა" და "არსენალის" მატჩით გაიხსნა. სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით შეხვედრას უდიდესი პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და ერთმანეთის უშუალო კონკურენტებად ითვლებიან.

გუნდებმა თამაში ფრთხილად დაიწყეს, თუმცა მცირე უპირატესობას მერსისაიდელები ფლობდნენ და მატჩის მე-19 წუთზე ლუის სუარესის წაქცევისთვის პენალტის დარტყმის უფლებაც მოიპოვეს, თუმცა დირკ კიუტს ვოიცეხ შჩენსნიმ თერთმეტმეტრიანის დარტყმის დროსაც აჯობა და დამატების დროსაც.

"წითლებმა" 23-ე წუთზე მაინც გაიტანეს, უფრო სწორად რომ ვთქვათ, მერსისაიდელები ლორან კოშელნის ავტოგოლით დაწინაურდნენ.

ლონდონელებმა "ენფილდის" ბინადრებს დიდხანს სიხარული არ აცალეს და 31-ე წუთზე მათმა მთავარმა მეგოლე რობინ ვან პერსიმ თავური დარტყმით პეპე რეინას კარის ბადე შეარხია 1:1.

შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ტაიმის დებიუტში მიკელ არტეტამ მძიმე ტრავმა მიიღო, ესპანელი ფეხბურთელი სასუნთქ აპარატზე შეერთებული გაიყვანეს მოედნიდან.

შეხვედრის მეორე ნახევარი არცთუ ისე მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ "არსენალი" ფრეზე ყაბულს იყო, "ლივერპული" კი უტევდა, თუმცა გოლის გატანას ვერ ახერხებდა, რის გამოც დაისაჯა კიდეც...

მეორე ტაიმის კომპენსირებულ დროში მარტინ კელისა და ჯეიმი კარაგერს ვან პერსი გაექცათ, რომელმაც "არსენალი" დააწინაურა 2:1.

მერსისაიდელებმა ქულის გადარჩევა ვერ მოახერხეს და პირველი საშინაო მარცხიც იწვნიეს, ლონდონელებმა კი "ენფილდიდან" მნიშვნელოვანი სამი ქულა წაიღეს, რითაც 49 ქულა მოაგროვეს და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში დაწინაურდნენ. "ლივერპული" 39 ქულით მეშვიდე ადგილზე დარჩა.

პრემიერლიგა
ლივერპული, "ენფილდი"
"ლივერპული"-"არსენალი" 1:2

გოლები: კოშელნი 23' (ავტოგოლი) - ვან პერსი 31', 90+2'.

"ლივერპული": რეინა, კელი, შკრტელი, კარაგერი, ენრიკე, სპირინგი (ქეროლი 90+3'), ჰენდერსონი, ადამი, კიუიტი, დაუნინგი (ბელამი 88'), სუარესი.
მთავარი მწვრთნელი: კენი დალგლიში.

"არსენალი": შჩენსნი, სანია, კოშელნი, ვერმალენი, გიბსი, არტეტა (დიაბი 53'), სონგი, უოლკოტი, როსიკცი, ბენაიუნი (ჟერვინიო 78'), ვან პერსი.
მთავარი მწვრთნელი: რობინ ვან პერსი.

გაფრთხილება: ვერმალენი 62'.
კუთხური: 12-0, კარში დარტყმა: 5-7; კარისკენ დარტყმა: 8-3; ჯარიმა: 11-9; თამაშგარე: 5-1.

ნანახია: 918 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
07:32

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2704
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2703
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2451
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2052
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1924
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.