სამშაბათი, 30.04.2024, 09:15     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 31 » "ლივერპულმა" შინ "ნიუკასლი" დაამარცხა
04:00
"ლივერპულმა" შინ "ნიუკასლი" დაამარცხა

"ლივერპულმა" პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის მეორე წრე საშინაო თამაშით დაიწყო და დაიწყო გამარჯვებით. მერსისაიდულის გუნდის მეტოქე "ნიუკასლ იუნაიტედი" გახლდათ. მხარეები ერთმანეთის უშუალო კონკურენტები რომ არიან, ამაზე სატურნირო ცხრილიც მოწმობს. გარდა ამისა, მერსისაიდელთა შემადგენლობაში "ნიუკასლის" სამი ყოფილი მოთამაშე გამოდიოდა: კრეიგ ბელამი, ხოსე ენრიკე და ენდრიუ ქეროლი.

შეხვედრის პირველი ტაიმის შუა ნაწილამდე გუნდები ერთმანეთის დაზვერვით იყვნენ დაკავებულნი. მატჩის 25-ე წუთზე კი რაიან ტეილორმა საგოლე შეტევა წამოიწყო: მარცხენა ფლანგიდან მცველის ჩაწოდებულ ბურთზე თავით კაბაიემ ითამაშა, შემდეგ ბასთან მებრძოლ დანიელ აგერს მოხვდა და რეინას კარში აღმოჩნდა. ანგარიში გაიხსნა 0-1.

"ჯორდებს" დიდ ხანს სიხარული არ დასცალდათ. 29-ე წუთზე ჩარლი ადამის კარის გასწვრივ გაგზავნილი ბურთი ტიოტემ უხეიროდ მოიგერია, კარის წინ მარტოდ დარჩენილ ბელამის კი გოლის გატანა არ გასჭირვებია 1-1. პირველი ნახევრის დარჩენილი წუთები თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა, "ლივერპული" უფრო აქტიურობდა, თუმცა გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. 

მეორე ტაიმში მხარეები უფრო მეტს იბრძოდნენ, ვიდრე სახიფათო მომენტებს ქმნიდნენ. ადამის ნაცვლად მოედანზე სტივენ ჯერარდი გამოჩნდა. შეხვედრის 67-ე წუთზე დანიშნული ჯარიმა ბელამიმ გოლად გარდასახა. ქეროლი სტუმართა კიპერს აბნევდა, კრულისა და სიმპსონის დუეტმა მეტად არადამაჯერებლად იმოქმედა და 2-1. მალევე "კაჭკაჭებს" ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდათ: ბამ რეინას ბურთი თავზე გადაუგო, თუმცა მარტინ შკრტელმა თავგანწირულად ითამაშა და კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი.

ალან პარდიუს შეგირდები 78-ე წუთზე საბოლოოდ გატყდნენ. ჯორდან ჰენდერსონმა სტივენ ჯერარდი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, "ენფილდროუდელთა" კაპიტანს კი შანსი ხელიდან არ გაუშვია და კრულს ფეხებშუა გაუტანა 3-1. "ნიუკასლს" იმის უნარი არ შესწევდა, რომ სახიფათო მომენტები შეექმნა და ტაბლო საბოლოო ანგარიშიდან 3-1-ს აჩვენებდა.

"ლივერპულმა" ამ გამარჯვებით 34 ქულა მოაგროვა და დროებით მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, "ნიუკასლი" კი 30 ქულით მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდა. ტურის დანარჩენი მატჩები კი დღეს და ხვალ გაიმართება.

"ლივერპული" 3-1 "ნიუკასლი"

გოლები: ბელამი 29', 67', ჯერარდი 78' - აგერი 25' (ავტოგოლი).

"ლივერპული": რეინა, ჯონსონი, შკრტელი, აგერი, ენრიკე, ჰენდერსონი, ადამი (ჯერარდი 59'), სპირინგი, დაუნინგი, ქეროლი, ბელამი (კიუიტი 74').

"ნიუკასლი": კრული, სიმპსონი, უილიამსონი, კოლოჩინი, რ. ტეილორი (სანტონი 46'), ობერტანი (ს. ამეობი 85'), ტიოტე, კაბაიე, გუტიერესი, ვუკჩიჩი (ბენ არფა 65'), ბა.

გაფრთხილებები: გუტიერესი, რ. ტეილორი.
მსაჯი: ლი პრობერტი.

ნანახია: 808 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
09:15

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2695
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2674
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2443
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2045
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1917
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.