კვირა, 05.05.2024, 09:10     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » აგვისტო » 31 » კოატესის პირველი ინტერვიუ
02:28
კოატესის პირველი ინტერვიუ

სებასტიან კოატესმა დღეს "ლივერპულთან" კონტრაქტი გააფორმა და კლუბის ოფიციალურ საიტს პირველი ინტერვიუც მისცა.

ურუგვაელი მცველის თქმით, "ლივერპულის" ფანების სიყვარულმა ლუის სუარესის მიმართ ითამაშა უდიდესი ზეგავლენა მის გადასვლაზე მერსისაიდულ გუნდში.


სუარესის წვლილი კოატესის გადმობარგებაში რომ დიდია ამაში ორი აზრი არ არსებობს. "ლივერპულის" 7-იანი ახალგაზრდა მცველს მერსისაიდული გუნდის შესახებ ბევრს უყვებოდა.


"სუარესი მიყვებოდა იმის შესახებ, თუ როგორი მხარდაჭერა იციან "ენფილდზე". ეს მე შაბათს ჩემი თვალით ვნახე, როდესაც "ლივერპული" "ბოლტონს" ხვდებოდა. ლუისი კლუბის ისტორიისა და ტრადიციების შესახებაც მელაპარაკებოდა. უზომოდ ბედნიერი ვარ, რადგან დავტოვე ერთი დიდებული კლუბი და გადავბარგდი მეორე დიდებულ კლუბში, რომელსაც ფანტასტიური ისტორია აქვს".


"ის, რომ აქ ჩემი თანამემამულეც თამაშობს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ ლუისი ადაპტაციაში ძალიან დამეხმარება".


ურუგვაელი მცველის თქმით, ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ მოდის და ასე ხდება მის შემთხვევაშიც.


"ლივერპულის" ფორმით რაც შეიძლება ბევრი ტიტულის მოგებას ვაპირებ. ეს ნიშნავს ინგლისის პრემიერლიგისა და კიდევ ერთი შეჯიბრების მოგებას. ჩვენ ჩვენი ძლიერი მხარე უნდა წარმოვაჩინოთ".


სებასტიან კოატესი პრემიერლიგის მესამე ტურის მატჩს "ლივერპული"-"ბოლტონი" "ენფილდზე" დაესწრო და დღევანდელ ინტერვიუში განცდილ შთაბეჭდილებებზეც ისაუბრა: "ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მე კონტრაქტს ხელი მოწერილი არ მქონდა, მინდოდა მოედანზე გამოსვლა და თამაში. იმ მომენტიდანვე მომინდა მოედანზე თამაში, როდესაც ტრიბუნაზე მატჩის საყურებლად დავჯექი".


"ვიცი, როდესაც თამაშის საშუალება მომეცემა, ჩემს საუკეთესო თვისებებს წარმოვაჩენ. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. როდესაც შაბათს სტადიონზე მივედი, ჩემს მიმართ ყველა კარგი განწყობით იყო  და ვიმედოვნებ, რომ ასე გაგრძელდება მომავალშიც".

წყარო: კლუბის ოფიციალური საიტი


ნანახია: 949 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
09:10

სებასტიან კოატესმა დღეს "ლივერპულთან" კონტრაქტი გააფორმა და კლუბის ოფიციალურ საიტს პირველი ინტერვიუც მისცა.

ურუგვაელი მცველის თქმით, "ლივერპულის" ფანების სიყვარულმა ლუის სუარესის მიმართ ითამაშა უდიდესი ზეგავლენა მის გადასვლაზე მერსისაიდულ გუნდში.


სუარესის წვლილი კოატესის გადმობარგებაში რომ დიდია ამაში ორი აზრი არ არსებობს. "ლივერპულის" 7-იანი ახალგაზრდა მცველს მერსისაიდული გუნდის შესახებ ბევრს უყვებოდა.


"სუარესი მიყვებოდა იმის შესახებ, თუ როგორი მხარდაჭერა იციან "ენფილდზე". ეს მე შაბათს ჩემი თვალით ვნახე, როდესაც "ლივერპული" "ბოლტონს" ხვდებოდა. ლუისი კლუბის ისტორიისა და ტრადიციების შესახებაც მელაპარაკებოდა. უზომოდ ბედნიერი ვარ, რადგან დავტოვე ერთი დიდებული კლუბი და გადავბარგდი მეორე დიდებულ კლუბში, რომელსაც ფანტასტიური ისტორია აქვს".


"ის, რომ აქ ჩემი თანამემამულეც თამაშობს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ ლუისი ადაპტაციაში ძალიან დამეხმარება".


ურუგვაელი მცველის თქმით, ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ მოდის და ასე ხდება მის შემთხვევაშიც.


"ლივერპულის" ფორმით რაც შეიძლება ბევრი ტიტულის მოგებას ვაპირებ. ეს ნიშნავს ინგლისის პრემიერლიგისა და კიდევ ერთი შეჯიბრების მოგებას. ჩვენ ჩვენი ძლიერი მხარე უნდა წარმოვაჩინოთ".


სებასტიან კოატესი პრემიერლიგის მესამე ტურის მატჩს "ლივერპული"-"ბოლტონი" "ენფილდზე" დაესწრო და დღევანდელ ინტერვიუში განცდილ შთაბეჭდილებებზეც ისაუბრა: "ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მე კონტრაქტს ხელი მოწერილი არ მქონდა, მინდოდა მოედანზე გამოსვლა და თამაში. იმ მომენტიდანვე მომინდა მოედანზე თამაში, როდესაც ტრიბუნაზე მატჩის საყურებლად დავჯექი".


"ვიცი, როდესაც თამაშის საშუალება მომეცემა, ჩემს საუკეთესო თვისებებს წარმოვაჩენ. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. როდესაც შაბათს სტადიონზე მივედი, ჩემს მიმართ ყველა კარგი განწყობით იყო  და ვიმედოვნებ, რომ ასე გაგრძელდება მომავალშიც".

წყარო: კლუბის ოფიციალური საიტი


მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2704
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2703
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2451
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2052
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1924
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.