პარასკევი, 03.05.2024, 08:03     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2012 » თებერვალი » 14 » კიდევ ვინ რის გამო უნდა მოიხადოს ბოდიში ინგლისში?
14:46
კიდევ ვინ რის გამო უნდა მოიხადოს ბოდიში ინგლისში?

ორი დღის წინ "ლივერპულის” ფორვარდმა ლუის სუარესმა "მანჩესტერ იუნაიტედის” მცველ პატრის ევრას ბოდიში მოუხადა იმის გამოს, რომ მატჩამდე ხელი არ ჩამოართვა. ეს ფაქტი talkSPORT-ის ჭკუამხიარულმა ჟურნალისტებმა მორიგ სამხიარულო თემად აქციეს და გამოცემის მომხმარებლებს სთხოვეს დაეწერათ, საფეხბურთო სამყაროში ვინ რისთვის უნდა მოიხადოს ბოდიში. სხვათაშორის, მხიარულ გზავნილებთან ერთად ზოგიერთ მესიჯში აშკარად იგრძნობა, რომ ინგლისელებს მართლაც სურთ, რომ ზოგ-ზოგიერთებმა ბოდიში სერიოზულად მოიხადონ. ჩვენი ინტერნეტ-ჟურნალი გთავაზობთ იმ სავარაუდო საჯარო ბოდიშების სიას, რომლებსაც მალე გაიგონებთ ან აქამდე უნდა გაგეგონათ.

არსენ ვენგერმა უნდა მოიხადოს ბოდიში იმის გამო, რომ ვერასდროს ვერაფერს ვერ ხედავს.

ჯოი ბარტონმა ბოდიში უნდა მოიხადოს ტვიტერში დარეგისტრირების გამო.

პიტერ ოდემვინგემ ბოდიში უნდა მოიხადოს იმის გამო, რომ talkSPORT-ის ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტებს არასდროს პასუხობს.

კაპელომ ბოდიში უნდა მოიხადოს სამხრეთ აფრიკაში განცდილი ფიასკოს გამო.

ჟერვინიომ ბოდიში უნდა მოიხადოს იმის გამო, რომ ზედმეტად დიდი შუბლი აქვს.

ალექს ფერგიუსონმა უნდა მოიბოდიშოს იმის გამო, რომ მუდამ საღეჭ რეზინს ღეჭავს და მუდამ ღია აქვს პირი.

ფერნანდო ტორესმა უნდა მოიბოდიშოს და აღიაროს, რომ "ლივერპული” მისი სახლი იყო, "ჩელსიში” გადასვლა კი კარიერის ყველაზე ცუდი ნაბიჯი გახლდათ.

ანდრე ვილაშ-ბოაშმა უნდა მოიბოდიშოს "ჩელსის” მოკვლის გამო.

ალექს ფერგიუსონმა უნდა მოიბოდიშოს იმის გამო, რომ ჰოვარდ უებს (არბიტრი) გაწეული მომსახურეობისთვის მადლობას არასდროს ეუბნება.

კენი დალგლიშმა ბოდიში უნდა მოიხადოს დაუნინგის, ჰენდერსონის, ადამისა და ქეროლის ყიდვის გამო.

რომან აბრამოვიჩმა ბოდიში უნდა მოუხადოს უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში "ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომუშავე თავკაცებს იმის გამო, რომ ზოგიერთ მათგანს საკმარისი დრო არ მისცა.

გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის მომუშავე მსაჯმა ბოდიში უნდა მოიხადოს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცუდი გადაწყვეტილების გამო (მან ლამპადის გოლი არ ჩათვალა).

ქეროლმა უნდა მოიბოდიშოს ვარცხნილობის გამო.

ფერგიუსონმა ბოდიში უნდა მოიხადოს კანტონას, ნევილის, კინისა და გიგზის სამარცხვინო მოქმედებების გამო.

"ასტონ ვილამ” და "მანჩესტერ სიტიმ” ბოდიში უნდა მოიხადონ იმის გამო, რომ მათ შორის გამართულ ბოლო მატჩში თითქმის ერთნაირი ფერის ფორმები ეცვათ.

ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა უნდა მოიბოდიშონ იმის გამო, რომ ფეხბურთლები ერთმანეთს ხელს მატჩის დაწყებამდე ართმევენ მაშინ, როცა სპორტის სხვა დაანრჩენ სახეობაში მხარეებს შორის ხელის ჩამორთმევა თამაშის ბოლოს ხდება.

ჯოი ბარტონმა უნდა მოიბოდიშოს იმის გამო, რომ თმა შეიჭრა.

"ასტონ ვილამ” ბოდიში უნდა მოიხადოს იმის გამო, რომ ინგლისში ყველაზე მოსაწყენ ფეხბურთს თამაშობს.

ალან პარდიუმ უნდა მოიბოდიშოს ენდი ქეროლის გაყიდვის გამო.

ვენგერმა უნდა მოიბოდიშოს შამახის გამო.

ჰარი რედნაპმა უნდა მოუბოდიშოს ფეხბურთის ასოციაციას და უთხრას, რომ არ შეუძლია ინგლისის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე შეთავაზებას დასთანხმდეს.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ უნდა მოიბოდიშოს იმის გამო, რომ ქვეყანაში მხოლოდ 6 გუნდს (92-დან) აქვს ფინანსები და ძალაუფლება, იმის გამო, რომ მილიარდელებს სასუალებას აძლევს იყიდონ კლუბი იმის ნაცვლად, რომ გუნდი ფანებს ეკუთვნოდეთ (მაგ: "ბარსელონა” და გერმანიის უმეტესი კლუბები), იმის გამო, რომ სტადიონზე დასასწრები ბილეთების ფასის გაზრდა დაუშვა. ფეხბურთის ასოციაციამ უნდა შეხედოს შექმნილ სურათს და ეს ყველაფერი შეწყვიტოს.

წყარო: talkSPORT

ნანახია: 796 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
08:03

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2703
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2700
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2450
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2051
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1923
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.