პარასკევი, 03.05.2024, 12:13     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » აპრილი » 27 » ჯერარდი - გუნდის ლიდერი
19:41
ჯერარდი - გუნდის ლიდერი

 
"დიდი ვარსკვლავის გარეშე გუნდი ვერ მოიპოვებს მსოფლიო დონის ტიტულებს" (ალფრედო დი სტეფანო). 2005 წელს "ლივერპული" გახდა უეფას ჩემპიონთა ლიგის მფლობელი და ამ წარმატებაში ლომის წილი დაიდო "წითლების" კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა.
სტივენ ჯერარდი ყოველთვის საომრადაა შემართული, მეგობრებს თავგანწირვის საუკეთესო მაგალითს აძლევს და არწივივით მიუძღვის საიერიშოდ. მას აქვს უდიდესი ფიზიკური ძალა და უნარიც შესწევს მისი გამოყენებისა. ის პირველი წუთიდან უკანასკნელამდე იბრძვის მოედანზე, ინარჩუნებს საწყის ტემპს და დიდ ფიზიკურ ძალასაც ხარჯავს. ჯერარდი მოედნის შუაგულის მოთამაშეა, სწორედ აქედან იწყება მისი გადასვლა იერიშზე. ის კარგად ქმნის მომენტებს, კარგი ორგანიზატორია, ამის გამო ის ძალზე სახიფათო ფეხბურთელად გვევლინება. იგი კომბინაციებსაც თვითონ იწყებს და თვითონვე აგვირგვინებს ხოლმე. ჯერარდი მოედანზე ამინდის შემქმნელია. აქვს უძლიერესი დარტყმა და უზუსტესი პასები. მისი დიდებული დარტყმები გამოირჩევა როგორც სიძლიერით, ასევე სიზუსტით. ჯერარდი გუნდის მესაჭეა, უდიდეს გავლენას ახდენს მოთამაშეების სულიერ მხნეობაზე, მისი საბრძოლო განწყობა გადამდებად მოქმედებს როგორც ფეხბურთელებზე, ასევე გულშემატკივრებზე. ის ასევე დიდებულად თამაშობს უბურთოდ. ჯერარდი გააფრთებული იბრძვის უკანასკნელ წუთამდე, გასაჭირის დროს უკან ჩამოდის და თამაშობს როგორც მცველი. მოქმედებს გუნდურად და თავის გაწირვაც შეუძლია თამაშის გადასარჩენად. აქვს ორიენტაციის უტყუარი გრძნობა. ჯერარდი იბრძვის მთელ მოედანზე, მაგრამ ამავდროულად არ კარგავს ღირსების გრძნობას. მიუხედავად სიძლიერისა, ძალზე იშვიათად უხეშობს, ხოლო დაღლილობა სრულებითაც ვერ ამჩნევს დაღს მის თამაშს. ის მეგობრებს კარგს მაგალითს აძლევს და საკმაოდ დიდი გავლენა აქვს როგორც თანაგუნდელებში და გულშემატკივრებში, ასევე მეტოქე გუნდის ფეხბურთელებში.


ბექა დოგრაშვილი
2008 წლის 1 აგვისტო





 

ნანახია: 1060 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 6
6 fRomAnfieLd  
1
Chemi Stiuka <3 <#

5 England  
0

4 Mako_liverpool  
0
applause applause applause applause

3 Liverpooli  
1

2 Scouser Kate  
1
ხოო

1 Mako_liverpool  
0
hands hands hands hands gerrard heart hands hands

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
12:13

 
"დიდი ვარსკვლავის გარეშე გუნდი ვერ მოიპოვებს მსოფლიო დონის ტიტულებს" (ალფრედო დი სტეფანო). 2005 წელს "ლივერპული" გახდა უეფას ჩემპიონთა ლიგის მფლობელი და ამ წარმატებაში ლომის წილი დაიდო "წითლების" კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა.
სტივენ ჯერარდი ყოველთვის საომრადაა შემართული, მეგობრებს თავგანწირვის საუკეთესო მაგალითს აძლევს და არწივივით მიუძღვის საიერიშოდ. მას აქვს უდიდესი ფიზიკური ძალა და უნარიც შესწევს მისი გამოყენებისა. ის პირველი წუთიდან უკანასკნელამდე იბრძვის მოედანზე, ინარჩუნებს საწყის ტემპს და დიდ ფიზიკურ ძალასაც ხარჯავს. ჯერარდი მოედნის შუაგულის მოთამაშეა, სწორედ აქედან იწყება მისი გადასვლა იერიშზე. ის კარგად ქმნის მომენტებს, კარგი ორგანიზატორია, ამის გამო ის ძალზე სახიფათო ფეხბურთელად გვევლინება. იგი კომბინაციებსაც თვითონ იწყებს და თვითონვე აგვირგვინებს ხოლმე. ჯერარდი მოედანზე ამინდის შემქმნელია. აქვს უძლიერესი დარტყმა და უზუსტესი პასები. მისი დიდებული დარტყმები გამოირჩევა როგორც სიძლიერით, ასევე სიზუსტით. ჯერარდი გუნდის მესაჭეა, უდიდეს გავლენას ახდენს მოთამაშეების სულიერ მხნეობაზე, მისი საბრძოლო განწყობა გადამდებად მოქმედებს როგორც ფეხბურთელებზე, ასევე გულშემატკივრებზე. ის ასევე დიდებულად თამაშობს უბურთოდ. ჯერარდი გააფრთებული იბრძვის უკანასკნელ წუთამდე, გასაჭირის დროს უკან ჩამოდის და თამაშობს როგორც მცველი. მოქმედებს გუნდურად და თავის გაწირვაც შეუძლია თამაშის გადასარჩენად. აქვს ორიენტაციის უტყუარი გრძნობა. ჯერარდი იბრძვის მთელ მოედანზე, მაგრამ ამავდროულად არ კარგავს ღირსების გრძნობას. მიუხედავად სიძლიერისა, ძალზე იშვიათად უხეშობს, ხოლო დაღლილობა სრულებითაც ვერ ამჩნევს დაღს მის თამაშს. ის მეგობრებს კარგს მაგალითს აძლევს და საკმაოდ დიდი გავლენა აქვს როგორც თანაგუნდელებში და გულშემატკივრებში, ასევე მეტოქე გუნდის ფეხბურთელებში.


ბექა დოგრაშვილი
2008 წლის 1 აგვისტო





 

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2703
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2700
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2450
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2051
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1923
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.