პარასკევი, 03.05.2024, 17:59     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2012 » თებერვალი » 6 » ინგლისელებს კაპიტნად ჯერარდი უნდათ
23:41
ინგლისელებს კაპიტნად ჯერარდი უნდათ


როგორც მოგეხსენებათ, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ჯონ ტერისთვის ნაკრების კაპიტნის სამკლავურის ჩამორთმევაზე ფიქრობს. გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა ფაბიო კაპელოს წინაარმდეგობის მიუხედავად, დიდია ალბათობა იმისა, რომ ინგლისური ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანოს. სახელდება ნაკრების კაპიტნის სამკლავურის დასაკუთრების რამდენიმე ვარიანტი.

ბრიტანულმა talkSPORT-მა გამოკითხვა ჩაატარა კითხვით, თუ ვინ სურთ ინგლისის ნაკრების კაპიტნად. გამოიკითხა ათასამდე ადამიანი, შედეგების მიხედვით კი საგრძობი უპირატესობით ლიდერობს  სტივენ ჯერარდი. "ლივერპულის" კაპიტანს გამოკითხულთა 54.6 პროცენტმა დაუჭირა მხარი. მეორე პოზიცია "ტოტენჰემ ჰოთსბურის" ნახევარმცველ სკოტ პარკერს ერგო, რომელმაც ხმათა 19.3 პროცენტი დააგროვა. საუკეთესო სამეულს კი "მანჩესტერ სიტის" კიპერი ჰო ჰარტი ასრულებს  13 პროცენტით.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გამოკითხულთა ნაწილმა ინგლისის ნაკრების კაპიტნად "ტოტენჰემ ჰოთსბურის" უელსელი ფეხბურთელი გარეთ ბეილი ისურვა.

გამოკითხვის შედეგად დანარჩენი პოზიციები ასე გადანაწილდა:
4. უეინ რუნი ("მანჩესტერ იუნაიტედი") - 4.9%
5. ფრენკ ლამპარდი ("ჩელსი") - 4%;
6-7. რიო ფერდინანდი ("მანჩესტერ იუნაიტედი") - 1.1%
6-7. გარი კეჰილი ("ჩელსი") - 1.1%
8-9. გარეთ ბეილი  ("ტოტენჰემ ჰოთსბური") - 1%
8-9. ეშლი კოული ("ჩელსი") - 1%

წყარო: talkSPORT.co.uk

ნანახია: 783 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
17:59


როგორც მოგეხსენებათ, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ჯონ ტერისთვის ნაკრების კაპიტნის სამკლავურის ჩამორთმევაზე ფიქრობს. გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა ფაბიო კაპელოს წინაარმდეგობის მიუხედავად, დიდია ალბათობა იმისა, რომ ინგლისური ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანოს. სახელდება ნაკრების კაპიტნის სამკლავურის დასაკუთრების რამდენიმე ვარიანტი.

ბრიტანულმა talkSPORT-მა გამოკითხვა ჩაატარა კითხვით, თუ ვინ სურთ ინგლისის ნაკრების კაპიტნად. გამოიკითხა ათასამდე ადამიანი, შედეგების მიხედვით კი საგრძობი უპირატესობით ლიდერობს  სტივენ ჯერარდი. "ლივერპულის" კაპიტანს გამოკითხულთა 54.6 პროცენტმა დაუჭირა მხარი. მეორე პოზიცია "ტოტენჰემ ჰოთსბურის" ნახევარმცველ სკოტ პარკერს ერგო, რომელმაც ხმათა 19.3 პროცენტი დააგროვა. საუკეთესო სამეულს კი "მანჩესტერ სიტის" კიპერი ჰო ჰარტი ასრულებს  13 პროცენტით.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გამოკითხულთა ნაწილმა ინგლისის ნაკრების კაპიტნად "ტოტენჰემ ჰოთსბურის" უელსელი ფეხბურთელი გარეთ ბეილი ისურვა.

გამოკითხვის შედეგად დანარჩენი პოზიციები ასე გადანაწილდა:
4. უეინ რუნი ("მანჩესტერ იუნაიტედი") - 4.9%
5. ფრენკ ლამპარდი ("ჩელსი") - 4%;
6-7. რიო ფერდინანდი ("მანჩესტერ იუნაიტედი") - 1.1%
6-7. გარი კეჰილი ("ჩელსი") - 1.1%
8-9. გარეთ ბეილი  ("ტოტენჰემ ჰოთსბური") - 1%
8-9. ეშლი კოული ("ჩელსი") - 1%

წყარო: talkSPORT.co.uk

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2703
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2701
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2450
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2051
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1923
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.