კვირა, 05.05.2024, 00:49     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » აგვისტო » 12 » გარი ნევილი: "ლივერპულის" ჩემპიონობა? ჯერ არა!"
14:37
გარი ნევილი: "ლივერპულის" ჩემპიონობა? ჯერ არა!"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი მცველი გარი ნევილი, რომელმაც ფეხბურთის თამაშს თავი წლეულს დაანება, ყოველთვის "ლივერპულის" სიძულვილით გამოირჩეოდა და თავისას მოედნიდან ტრიბუნაზე ასვლის მერეც არ იშლის.

ნევილმა "მერსისაიდელებს" კვლავ უკბინა - ინგლისის ჩემპიონის ტიტული 21 წელიწადია თვალით არ გინახავთ, მაგრამ ჯერ სადა ხართო. არადა, "წითლების" ლეგენდარულმა მწვრთნელმა კენი დალგლიშმა ახალი ფეხბურთელების შეძენაში 100 მილიონი ფუნტი დახარჯა და ფანებს იმედი ჩაუსახა, რომ ბოლოს და ბოლოს მათაც ეღირსებათ პირველობა.

გარი ნევილმა კარგად იცის, რა შედეგი მოსდევს წლობით დაგუბებულ წადილსა და წარუმატებლობათა სერიას. ის "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი გახლდათ, მაგრამ მანამდე, მისი ფანი იყო - ბავშვობიდან "იუნაიტედი" უდუღს ძარღვებში. ნევილს კარგად ახსოვს როგორ დასრულდა მისი საყვარელი გუნდის 26 წლიანი ხელმოცარულობის პერიოდი, როდესაც 1992-93 წლებში ბოლოს და ბოლოს "ოლდ ტრაფორდზეც" იზეიმეს. 36 წლის ვეტერანი ამბობს:

"ვხედავ, რომ "ლივერპული" უკვე მივიდა იმ წერტილამდე, როდესაც გამარჯვება აუცილებელია. იქ, ყველა და ყველაფერი შედეგს ითხოვს. მახსოვს, 1992-93 წლების სეზონში ჩვენთანაც იგივე ხდებოდა. გამარჯვება ჰაერში ტრიალებდა და ეს იგრძნობოდა. ასეთ დროს იცი, რომ შენს წინაშე დგას მიზანი, რომელისაც აუცილებლად უნდა მიაღწიო.

აშკარაა რას აკეთებს კენი დალგლიში - ის ცდილობს "ლივერპულს" ძველებური იერსახე აღუდგინოს, მაგრამ, თუ შემეკითხებით, როდის შეძლებენ მერსისაიდელები ტიტულის მოგებას, გიპასუხებთ, რომ ამ სეზონში ეს არ მოხდება".

ნევილის ვარაუდით მისი "იუნაიტედის" მთავარი მოწინააღმდეგე კვლავ "ჩელსი" იქნება. რაც შეეხება "ლივერპულს", ის, ალბათ, იქნება ერთ-ერთი იმ სამეულიდან, რომელიც შეეცდება ორი მთავარი კონკურენტის ბრძოლაში ჩაერიოს.

ნევილმა დასძინა: "მოსწონს ეს ამბავი ვინმეს თუ არა, ფაქტი ფაქტად რჩება: ბოლო ხუთი წელიწადია ინგლისსი ყველას ორი გუნდი სჯობს, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი". "მანჩესტერ სიტი"? რასაკვირველია იბრძოლებს, ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ "ჩელსის" რომ ვუყურებ, ვხედავ, რომ ისევე, როგორც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, წლეულსაც "იუნაიტედის" მთავარი კონკურენტი ის იქნება. არ მესმის, რამ შეიძლება ძალთა ასეთი თანაფარდობა შეცვალოს, "ჩელსისი" ხომ ისევ ის ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ! რაც შეეხება "ლივერპულს", პირადად მე მას "ტოტენჰემზე" წინ ვხედავ".

და "არსენალი"? მიაქცევდით ყურადღებას, რომ "სქაი სპორტის" ახალ ექსპერტს ჩრდილოლონდონელთა კლუბზე არაფერი უთქვამს. საქმე ის გახლავთ, რომ მასზე, ისევე, როგორც სხვებზე "მეთოფეთა" სატრანსფერო პასიურობამ იმოქმედა, რასაც სესკ ფაბრეგასისა და სამირ ნასრის ამბავიც ემატება.

"წარმოუდგენელია, როგორ უნდა შევიდეს "არსენალი" ოთხეულში ძალიან შესუსტებული შემადგენლობით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნანახია: 808 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
00:49

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2704
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2703
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2451
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2052
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1924
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.