სამშაბათი, 30.04.2024, 03:41     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 7 » Fuლემი, Fuლივერპული და (Fuლამ)ერი მსაჯები
14:33
Fuლემი, Fuლივერპული და (Fuლამ)ერი მსაჯები


გუშინ, ფეისბუქი რომ ჰქვია, იმ სოციალურ ქსელზე სურათზე მომნიშნეს, რომელზეც ბოლო ორი დღეა მთელი თუ არა ნახევარი ინგლისი მაინც ლაპარაკობს. საუბარია "ფულემის" წინააღმდეგ მატჩისას ლუის სუარესის თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნა-არყოფნის შესახებ. სურათის მიხედვით წავიდა განხილვა იყო თუ არა ოფსაიდი. ფოტოზე ხაზიც არის განიშნული და თითქოს თამაშგარე არ არის, თუმცა ამ რაკურსით მაინც რთულია გადაჭრით რამის თქმა. ფაქტია, გვერდითმა მსაჯმა ალამი ასწია, თან ისე გამაღიზიანებლად, თითქოს "ლივერულის" ფანებს იწვევდა - მოდით ამ ალამს შესაბამისი ადგილი მიუჩინეთო და მთავარი არბიტრიც უმალ დაეთანხმა მის ვერდიქტს. საერთოდ, წაგების მსაჯების შეცდომების დაშვების გამართლების მომხრე არ ვარ, თუმცა იმ დღეს მსაჯი გვარად ფრენდი თავისი გვარის შესაბამის ინგლისურ სიტყვას "ლივერპულის" მიმართ რომ ვერ ამართლებდა, ეს ფაქტია. სწორედ მან გამოუტანა "სასიკვდილო" განაჩენი ჯეი სპირინგს მაშინ, როდესაც ფეხბურთელის დანდობა შეიძლებოდა და აუცილებელი არ იყო წითელი ბარათის ჩვენება. მოედანზე რიცხობრივი სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა 12-ნი 10-ის წინააღმდეგ. მოკლედ, მეორე ტაიმის შუაწელს მსაჯთა ბრიგადამ მასპინძელ გუნდს მოსაგებად მოედანზე შესაბამისი ამინდი შეუქმნა და "ფულემმაც" არ დაახანა, რისი პრემიერლიგის გუნდი იქნებოდა, ეს შანსი ხელიდან რომ გაეშვა?! ფაქტია მსაჯებმა მათზე დაკისრებულ მოვალეობას თავი ნორმალურად ვერ გაართვეს, თუმცა ჩვენი გუნდის წაგება მხოლოდ მათი ბრალი არ არის. "ლივერპულის" წარმომადგენლების საუბრები იმის შესახებ, რომ გუნდმა კარგად ითამაშა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში ჩემთვის მიუღებელია. ის კი არადა, თამაშის მიმდინარეობისას ჩემ ძმასთან საუბრისას მატჩი სერია A-ს დონის შეხვედრასაც კი შევადარე, მკვდარი პირველი ტაიმი იყო. ლუის სუარესი წვალობდა, თუმცა მისი "დაივინგები" უკვე ყელში მაქვს ამოსული. ერთ ხანს გასდიოდა და მსაჯებს ჯარიმებს ანიშნინებდა, თუმცა მთლად ასე ადვილიც რომ არ არის პრემიერლიგაში თამაში, მგონი ამას ურუგვაელი მიხვდა. 35-მილიონიანი ენდი ქეროლი ტრანსფერში გახარჯულ თანხის შეუსაბამოდ რომ თამაშობს ესეც ფაქტია. არც დანარჩენი შემტევები ბრწყინავდნენ იმ დღეს და საერთოდ "ლივერპულს" გოლი გატანა უჭირს. გუნდმა პრემიერლიგაში ჩატარებულ 14 მატჩში მხოლოდ 17 გოლის გატანა მოახერხა და ასე შორს ვერ გაფრინდებიან. "ენფილდროუდელები" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვიან და ასე უაზროდ თუ განაგრძეს ქულების დაკარგვა, აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპის ლიგაზე მოხვედრაც საოცნებო გახდება და არის კიდეც შარშანდელ სეზონს თუ გავითვალისწინებთ. ამასობაში კი "მანჩესტერ იუნაიტედი" აგროვებს თასებს და ახლა მათთან მხოლოდ ფანობითღა თუ დავიკვეხნით. მოკლედ, გუნდს ხსნა სჭირდება და ეს სტივ ჯერარდის დაბრუნებით იქნება შესაძლებელი, ახალი ფეხბურთელ(ებ)ის მოყვანით თუ სხვა გზით არ ვიცი, მაგრამ მერსისაიდში სასწრაფოდ უნდა გამოფხიზლდნენ და რაღაც შეცვალონ.


ნანახია: 723 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
3 fRomAnfieLd  
0
ჯერო დროზე მოვიდეს და ქეროლი ათამაშდეს თორე მართლა ევრო ლიგა გაგვიხდება საოცნებო.. 100 % მართალი ხარ ბექა გოლების შესახებ :| გუნდი იმდენს ვერ შვება რო კარში დაარტყას მაინც არადა რა კარგი სტარტი გვქონდა მეგონა წელს ვიფრენთ მეთქი ბოლტონთან ისეთი თამაში ვაჩვენეთ .. მარა სტოკთან წაგების მერე ტოტენჰმმა რო გადაგვიარა ყველაფრის სურვილი გამიქრა. არ ვიცი რა სტივი გვინდა სტივი ! და რაც მთავარია ფეხბურთელებს ფსიქოლოგი სჭირდებათ კენიმ სტიმული უნდა მისცეს გუნდს და ნათელი წერტილისკენ მიუთითოს ფეხბურთელებს თორე ვაი ჩვენი ბრალი sad

2 torres-liverpool  
1
beqa getanxmebi ro tamashi iseti ar iyo rogorsac moveloditt chven martla haerivit gvcjirdeboda mogeba da burtebis uketesi shefardebit me5-eze gadavdiodit...frec ki cudi shedegi iqnebodaa mara gundi rac ufro tamashobs mit meti gvinda chven misgan..liverpuls martlac scjirdeba adamiani romelsac is daeyrdjnoiba da gzas miaswavlis tamashis shemkvreli da saertodd kapitani rogorc chemi aseve tqveniazrit es chveni stivia..stivi imedia male gamojanmrteldeba da sheudgeba gundis girseul kapitnobas da me imedi maqvs rom fexzec daayenebss..es tamashi ki ramdenadac nawyenebi da cud gunebaze ar unda viyot unda daviviwyott..liverpuli shemadgenlobit axla didad ver daiwunebss bevri profesionali fexburteli tamashobs aq...magram zogs uketesad gamosdis zogs araa..suaresma ra qnas ubralod fexburteli shegfecodeba 2 xan 3 mcvel shopris roa xshirad ki mat motyuebas axerxebs cdilobs es fexburteli magram marto tviton verafers ver gaxdeba tu gundi ar ewamoexmara,...
qerolze ki ra mogaxsenot chemi azrit tyuila gadayrili 35 milioniaa..ver gaamartla chveni imedebii da raviciii ra iqneba momavalshi....

mokled rogorc rigirti fani yvela lives gulshimatkivaris mesmis ro dzaan gvwyins misi marcxi magram fani imitom xar ro guns gacjirvebashic da lxinshic(au ra bvanalurad gamomividaaa)gverdzshi unda edge..ramdeni vibazree ..mokled warmatebebi liverpulss...


"Y N W A"

1 გიორგი  
0
ცოტა ხანში შესაძლოა სუარესის "დაივინგებიც" მოგენატროს, თუ თავის უაზრო გამოხტომებს არ ექნება გამართლება :) რაც შეეხება სტივის, "ლივერპულს" ლიდერი ჰაერივით სჭირდება.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
03:41


გუშინ, ფეისბუქი რომ ჰქვია, იმ სოციალურ ქსელზე სურათზე მომნიშნეს, რომელზეც ბოლო ორი დღეა მთელი თუ არა ნახევარი ინგლისი მაინც ლაპარაკობს. საუბარია "ფულემის" წინააღმდეგ მატჩისას ლუის სუარესის თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნა-არყოფნის შესახებ. სურათის მიხედვით წავიდა განხილვა იყო თუ არა ოფსაიდი. ფოტოზე ხაზიც არის განიშნული და თითქოს თამაშგარე არ არის, თუმცა ამ რაკურსით მაინც რთულია გადაჭრით რამის თქმა. ფაქტია, გვერდითმა მსაჯმა ალამი ასწია, თან ისე გამაღიზიანებლად, თითქოს "ლივერულის" ფანებს იწვევდა - მოდით ამ ალამს შესაბამისი ადგილი მიუჩინეთო და მთავარი არბიტრიც უმალ დაეთანხმა მის ვერდიქტს. საერთოდ, წაგების მსაჯების შეცდომების დაშვების გამართლების მომხრე არ ვარ, თუმცა იმ დღეს მსაჯი გვარად ფრენდი თავისი გვარის შესაბამის ინგლისურ სიტყვას "ლივერპულის" მიმართ რომ ვერ ამართლებდა, ეს ფაქტია. სწორედ მან გამოუტანა "სასიკვდილო" განაჩენი ჯეი სპირინგს მაშინ, როდესაც ფეხბურთელის დანდობა შეიძლებოდა და აუცილებელი არ იყო წითელი ბარათის ჩვენება. მოედანზე რიცხობრივი სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა 12-ნი 10-ის წინააღმდეგ. მოკლედ, მეორე ტაიმის შუაწელს მსაჯთა ბრიგადამ მასპინძელ გუნდს მოსაგებად მოედანზე შესაბამისი ამინდი შეუქმნა და "ფულემმაც" არ დაახანა, რისი პრემიერლიგის გუნდი იქნებოდა, ეს შანსი ხელიდან რომ გაეშვა?! ფაქტია მსაჯებმა მათზე დაკისრებულ მოვალეობას თავი ნორმალურად ვერ გაართვეს, თუმცა ჩვენი გუნდის წაგება მხოლოდ მათი ბრალი არ არის. "ლივერპულის" წარმომადგენლების საუბრები იმის შესახებ, რომ გუნდმა კარგად ითამაშა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში ჩემთვის მიუღებელია. ის კი არადა, თამაშის მიმდინარეობისას ჩემ ძმასთან საუბრისას მატჩი სერია A-ს დონის შეხვედრასაც კი შევადარე, მკვდარი პირველი ტაიმი იყო. ლუის სუარესი წვალობდა, თუმცა მისი "დაივინგები" უკვე ყელში მაქვს ამოსული. ერთ ხანს გასდიოდა და მსაჯებს ჯარიმებს ანიშნინებდა, თუმცა მთლად ასე ადვილიც რომ არ არის პრემიერლიგაში თამაში, მგონი ამას ურუგვაელი მიხვდა. 35-მილიონიანი ენდი ქეროლი ტრანსფერში გახარჯულ თანხის შეუსაბამოდ რომ თამაშობს ესეც ფაქტია. არც დანარჩენი შემტევები ბრწყინავდნენ იმ დღეს და საერთოდ "ლივერპულს" გოლი გატანა უჭირს. გუნდმა პრემიერლიგაში ჩატარებულ 14 მატჩში მხოლოდ 17 გოლის გატანა მოახერხა და ასე შორს ვერ გაფრინდებიან. "ენფილდროუდელები" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვიან და ასე უაზროდ თუ განაგრძეს ქულების დაკარგვა, აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპის ლიგაზე მოხვედრაც საოცნებო გახდება და არის კიდეც შარშანდელ სეზონს თუ გავითვალისწინებთ. ამასობაში კი "მანჩესტერ იუნაიტედი" აგროვებს თასებს და ახლა მათთან მხოლოდ ფანობითღა თუ დავიკვეხნით. მოკლედ, გუნდს ხსნა სჭირდება და ეს სტივ ჯერარდის დაბრუნებით იქნება შესაძლებელი, ახალი ფეხბურთელ(ებ)ის მოყვანით თუ სხვა გზით არ ვიცი, მაგრამ მერსისაიდში სასწრაფოდ უნდა გამოფხიზლდნენ და რაღაც შეცვალონ.


მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2694
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2674
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2442
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2044
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1917
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.