პარასკევი, 03.05.2024, 16:08     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2012 » თებერვალი » 18 » დიტმარ ჰამანი - გერმანელი სკაუზერული აქცენტით
19:00
დიტმარ ჰამანი - გერმანელი სკაუზერული აქცენტით

დიტმარ ჰამანმა ფეხბურთში დიდი გზა გაიარა - ხუთი წლის განმავლობაში "ბაიერნში" თამაშობდა, შვიდი წელი "ლივერპულში" გაატარა, რვა წლის განმავლობაში იწვევდნენ გერმანიის ნაკრებში, სადაც 59 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. კარიერაში მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი (ორჯერ), ბუნდესლიგა (ორჯერ), უეფას სუპერთასი და ინგლისის თასი, უთამაშია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშიც. გერმანელმა ჟურნალ "ფორ ფორ თუს" მიერ მოწყობილ ინტერნეტკონფერენციაზე გულშემატკივართა შეკითხვებს უპასუხა. 

- "ბაიერნში" თავიდან მარჯვენა ნახევარმცველად თამაშობდით. სხვა გუნდებში რატომ გადაგწიეს ცენტრისკენ?
- ვინგერის პოზიციაზე არასოდეს მითამაშია. სამი სტოპერის გარდა მაშინ ორი საყრდენით ვთამაშობდით, მათგან მე მარჯვენა მხარეს ვიდექი, ანუ მარიო ბასლერის ცოტა უკან. თავიდან მართლა მეტ ყურადღებას ვაქცევდი შეტევებს, მაგრამ რახან გატანა მიჭირდა და მივხვდი, რომ ჯობდა კონცენტრაცია დაცვაზე გამეკეთებინა.

- თქვენ ისეთ ფეხბურთელებთან გითამაშიათ, როგორებიც იყვნენ ლოთარ მათეუსი, ოლივერ კანი, მარიო ბასლერი. ვინ იყო მაშინ გუნდის ლიდერი გასახდელში?
- კანი სულიერად ძალიან ძლიერი იყო. თუკი ცუდ ხასიათზე იყო, ყველამ ვიცოდით, რომ ჯობდა ახლოსაც არ გავკარებოდით.

- მართალია, რომ "ბაიერნში" თამაშისას ინსულტი დაგემართათ?
- არა, ეს ინსულტი არ იყო. ეს არის დაავადება, როცა ადამიანს დროებით ერღვევა სისხლის მიმოქცევა. ის მე 1997 წელს დამემართა და ნამდვილად შოკში ჩამაგდო. რამდენიმე საათის განმავლობაში სხეულის ნაწილი პარალიზებული მქონდა. სასწრაფოდ საავადმყოფოში გადამიყვანეს და რამდენიმე საათში უკეთ გავხდი. ორიოდე კვირაში მოედანზეც დავბრუნდი.

- მართალია, რომ "ნიუკასლში" საშობაოდ ჰიტლერის "ჩემი ბრძოლა" გაჩუქეს?
- დიახ, მართლა ასე იყო, მაგრამ ტყუილია, თითქოს ამის გამო გავბრაზდი. უკვე 6 თვე იყო, რაც ინგლისში ვცხოვრობდი და მეტნაკლებად უკვე მესმოდა აქაური იუმორი.

- ჯეიმი კარაგერმა თქვენზე თქვა, რომ გუნდში ყველაზე ცუდად იცვამდით, კრის კერკლანდმა კი ყველაზე ცუდი მოცეკვავე გიწოდათ.
- კიდევ კარგი ჩემი ჩაცმულობა კრისმა არ დაიწუნა, რადგან ის აშკარად ჩემზე ბევრად უარესად იცვამს. ჯობია ცუდი გემოვნება გქონდეს, ვიდრე საერთოდ არ გქონდეს. არც საუკეთესო მოცეკვავედ მივიჩნევ თავს. როცა სხვების გამხიარულებაა საჭირო, მხოლოდ მაშინ ვცეკვავ.

- ნიუკასლსა და ლივერპულში აბსოლუტურად განსხვავებულ აქცენტზე ლაპარაკობენ. ვისი ლაპარაკის მოსმენა უფრო გიჭირთ?
- დღემდე არ მესმის ხოლმე რობი ფაულერის საუბარი. ძნელია კენი დალგლიშის დიალექტთან შეგუებაც. მიჭირს კარაგერისა და ჯერარდის მოსმენაც, მაგრამ რობიმდე მათ მაინც ბევრი უკლიათ.

- "ენფილდზე" მეორე სეზონში თქვენ ერთბაშად სამი ტიტული მოიგეთ.
- მოგვიანებით მხოლოდ ის გავიფიქრე, რომ შეიძლებოდა სამივე გადამწყვეტი მატჩი წაგვეგო და მშრალზე დავრჩენილიყავით. ლიგის თასის ფინალში "ბირმინგემს" პენალტების სერიაში მოვუგეთ, ასოციაციის თასის ფინალში "არსენალთან" ვაგებდით, მაგრამ ბოლოს გავიმარჯვეთ, უეფას თასი კი ცალკე თემაა. გადამწყვეტი გოლი დამატებითი დროის დასრულებამდე 3 წუთით ადრე გავიტანეთ. არასოდეს დამავიწყდება, როგორ მღეროდნენ ფეხბურთელები და მწვრთნელები ერთად კლუბის ჰიმნს. ენით აუწერელი ემოციები იყო.

- რა გითხრათ ბენიტესმა სტამბულის ფინალის დროს შესვენებისას, მოედანზე გასვლის წინ?
- მან უბრალოდ მაცნობა, რომ მე უნდა მეთამაშა. სტივ ფინანის ტრავმა რომ არა, მოედანი ჯიმი ტრაორეს უნდა დაეტოვებინა. ჩვენ უკვე "დამარხულები" ვიყავით, ასე რომ, ერთადერთი რაც დაგვრჩენოდა, ეს ჩვენი საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება იყო. ავდექით, გამოვედით მოედანზე და დავიმსახურეთ გამარჯვება. 

- მართალია, რომ ფინალში პენალტი მოტეხილი ფეხით დაარტყით?
- ტერფი დამატებითი დროის დასრულებამდე 5 წუთით ადრე საჰაერო ორთაბრძოლის მერე დაშვებისას ვიტკინე, თუმცა მაშინ დაზიანების სირთულეზე არაფერი ვიცოდი. ტკივილი არც მიგრძვნია, რადგან ადრენალინი სიხლში დიდი რაოდენობით მოძრაობდა. სწორედ ამ ტრავმის გამო გამოვტოვე შემდეგ კონფედერაციათა თასის გათამაშება.

- თქვენ ბოლო გოლი გაიტანეთ ძველ "უემბლიზე". 
- ჩემთვის ეს გოლი არ იყო განსაკუთრებული. მთავარია, რომ გერმანიის ნაკრებმა მაშინ დიდი გუნდი დაამარცხა, მით უფრო, რომ იქამდე გრანდების დამარცხება დიდხანს არ გამოგვდიოდა. ამის გამო გულშემატკივრებს რაღაც დონებზე აღარც კი სჯეროდათ ეროვნული გუნდის.

- შინ ინგლისთან 5:1-ის წაგების შემდეგ რა განწყობა იყო თქვენს ბანაკში?
- 5:1 ძალიან დიდ ანგარიშია. საშინელი შედეგი იყო, მაგრამ ცხოვრება ხომ ამით არ დასრულებულა? ეს მხოლოდ საკვალიფიკაციო შეხვედრა იყო. პანიკაში არ ჩავვარდნილვართ, რადგან ჩვენი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა იყო, რასაც მივაღწიეთ კიდეც. ტურნირზე მიღწეული შედეგი ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია ერთი კონკრეტული შეხვედრის შედეგზე. ინგლისელ გულშემატკივრებს კი ეს დაავიწყდათ და ისეთი შეგრძნება დაეუფლათ, თითქოს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეს.

- წარმოიდგინეთ, რომ ხუთი წლის შემდეგ "ლივერპულის" ან "ბაიერნის" მწვრთნელობის შანსი მოგეცათ, რომელს აირჩევთ?
- "ლივერპულს", რადგან ჩემი გული მას ეკუთვნის. საუკეთესო წლები სწორედ იქ გავატარე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნანახია: 743 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
16:08

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2703
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2700
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2450
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2051
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1923
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.