კვირა, 05.05.2024, 05:00     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » აპრილი » 28 » დიდი გუნდის დიდი კაპიტანი
01:32
დიდი გუნდის დიდი კაპიტანი

  როდესაც ცივი ქარი ქრის, როდესაც სულში ზამთარი იწყება და როცა გულში სასოწარკვეთილებამ უნდა დაისადგუროს ვინ არ ნებდება? ვინ არ ვარდება დეპრესიაში და ვის არ შეუძლია თუნდაც იმის წარმოდგენა, როგორ ტოვებს სამხედრო ფრეგატს, როგორ აფარებს თავს სანაპირო კლდეებს და როგორ უყურებს იქიდან ერთ დროს დიდებულ გემს, რომელიც ახლა სიცივისგან იყინება? ფრეგატი გადარჩენის იმედს არ კარგავს, თუმცა მის სულს სევდიანად მომღერალი ქარი შტორმით ეხმიანება, რომელიც სიკვდილის მაუწყებელია. ეკიპაჟი დაღუპვის მოლოდინშია, თუმცა კაპიტანი... კაპიტანი ბოლო ადამიანური ძალით ებრძვის ბუნების შავ ძალას, რასაც სასოწარკვეთილ ეკიპაჟზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ასე იყო ყოველთვის, ყველა საუკუნეში. კაპიტანი საფეხბურთო მოედანზე არის - სული, მოტორი თუნდაც, გუნდის სიმბოლო. ყოველ კლუბს უცბად არ შეუძლია იპოვოს ის, ვისაც არ აქვს შიშის გრძნობა, არ გაურბის მოვლენებს და ატარებს თვისებას, რომელიც ყველა ეპოქაში ფასდებოდა - ერთგულება, თავდადება. სტივი ჯი - ამაყად ამბობენ კლუბის ფანები, სკაუზერები იმ ფეხბურთელის სახელს, რომელმაც საფეხბურთო კარიერა ერთ გუნდს - "ლივერპულს" მიუძღვნა, მოუტანა უამრავი გამარჯვება, არ მიატოვა კრიზისში მყოფი და მასთან ერთად გამოიარა მიღწევები, ჩავარდნები, ტრავმები. მისი ცნობილი ჟესტები, სიხარულისგან გამოწვეული ემოციები, მისი საფეხბურთო იმიჯი და აურა ყოველთვის მისაბაძი მოდელი იყო და არის ბებერ ინგლისში, რომელსაც სტივი თავდაჯერებული და უშიშარი კაპიტნის რანგშიც ხელმძღვანელობდა. როდესაც "წითლების" ფორმით პირველად მოედანზე გამოვიდა, ჯერ კიდევ არ იყო ფიზიკურად სრულად ჩამოყალიბებული, თუმცა მატჩიდან მატჩში ამტკიცებდა, რომ მერსისაიდული გუნდის სული ჰქონდა. "ენფილდი" ყოველთვის თბილად და იმედით ხვდებოდა ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელსაც აღებული ჰქონდა "კოპების" ძველი გმირების საუკეთესო თვისებები. სტადიონზე ბავშვობიდან მისთვის ნაცნობი იყო ინტერიერის ყოველი დეტალი, ყოველი ტრიბუნა, აქ განვლო მისმა ახლაგზარდობამ, ამ მინდორზე გუნდს კაპიტნის რანგში მიუძღვებოდა და ფანებს გულთბილად ესალმებოდა. მათთან ერთად უხაროდა და მათთან ერთად სტკიოდა.
   ამ რთულ დროში, როდესაც მოსალოდნელია მორიგი ქარიშხალი, როდესაც აღარ არსებობს სამართალი და პატივის ღირსება, როდესაც ფინანსების სახით გამოხატული ზღვის ტალღები ფრეგატს მორიგი კატასტროფით ემუქრება - კაპიტანს ერთგულება, რწმენა, გაბედულება და უშიშრობა გუნდის გამხნევებაში და აყოლიებაში ეხმარება. "წითლების" ფეხბურთელები და ფანები ყოველთვის გრძნობდნენ, რომ მათ კაპიტანს აქვს მაგიური ძალა, რომლითაც იგი საბრძოლო ცეცხლს ანთებს და რწმენას აბრუნებს, ისინი ყოველთვის გრძნობდნენ სტივის ჯადოსნურ შეხებას. მსოფლიო ფეხბურთი ახლა ფულის მოგებაზეა ორიენტირებული, მრავალი ფეხბურთელი ფულის ცდუნებას ვერ უძლებს და გუნდს იცვლის, თუმცა "წითლების" კაპიტანი დარჩება არა მხოლოდ ერთგულების, არამედ ლეგენდისა და სიმბოლოს ძეგლად. მომდევნო მატჩებში ის თანაგუნდელებთან ერთად კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ბედს მუხლებზე არასდროს უჩოქებს. როგორც ყოველთვის, კაპიტანი ახლაც იქნება შეუპოვარი, მტკიცე და ახლაც იგრძნობენ მის უხილავ ხელს. თანამედროვე მსოფლიოში ლეგენდები არ კვდებიან.

ნანახია: 975 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2 GeoScouser  
0
our hero is Gerro... applause applause applause

1 Liverpooli  
0
გენაცვალე ჯეროოო:*:*:*

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
05:00

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2704
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2703
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2451
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2052
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1924
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.