ქრონოლოგია დავარღვიოთ. უპირველეს ყოვლისა იმ შეხვედრებზე ვილაპარაკოთ, რომლებსაც გულშემატკივარი მეტი ინტერესით ელოდება, ერთ-ერთი ასეთი კი კვირა საღამოს, „ენფილდ როუდზე" გაიმართება: „ლივერპული" „მანჩესტერ სიტის" მასპინძლობს. ქრონოლოგიას რომ გამოვდევნებოდით, ამ თამაშზე სულ ბოლოს უნდა გვეთქვა, რადგან ტური ამ მატჩით მთავრდება.
„სიტი", რომელსაც 12 თამაშიდან 11 მოგებული აქვს და „მანჩესტერ იუნაიტედს" ცხრილში ხუთი ქულით უსწრებს, ნამდვილი გამოცდის წინაშე დგას. „ლივერპული" ხომ კარგ ფორმაშია და არც ამბიცია აკლია. კენი დალგლიშის გუნდმა, ყველა შეჯიბრებაში ერთად, ზედიზედ ცხრა შეხვედრაა წაგება რა არის, არ იცის და თან, სტატისტიკა იმასაც მეტყველებს, რომ მანჩესტერელებს „ენფილდზე" უჭირთ - ბოლო რვა ვიზიტიდან ერთიც არ მოუგიათ.
მეტიც, „სიტის" „ლივერპულისთვის" პრემიერლიგის ბოლო 12 დაპირისპირებაში, შინ თუ სტუმრად, მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული. სხვასაც გეტყვით: ბოლო გუნდი, რომელიც „სიტის" ისე დაუდგა, რომ გოლი არ გაატანინა, 18 თამაშის წინ, სწორედ „ლივერპული" იყო.
გარდა იმისა, რაც ჩამოვთვალეთ, დიდი მნიშვნელობა აქვს მეტოქეები ყოველ კონკრეტულ თამაშს როგორ გუნებაზე ხვდებიან. მერსისაიდელები, მაგალითად, ყინჩად ბრძანდებიან, რადგან ბოლო ტურში „ჩელსის" მოუგეს 2:1 და მესამე ადგილზე მყოფი „ტოტენჰემი" მხოლოდ სამი ქულით უსწრებთ. „წითლების" პირველი გუნდის მწვრთნელი და დალგლიშის მარჯვენა ხელი სტივ კლარკი ამბობს:
„წლეულს ყველა ჩვენს გუნდზე ლაპარაკობს. ვფიქრობ, იმასთან შედარებით, რაც მე და კენის აქ დადვხვდა, დღევანდელი „ლივერპული" გაცილებით ძლიერია. ახლანდელი შემადგენლობა ძველს სჯობს და ეს „ჩელსისთან" ბოლო შეხვედრამ დაადასტურა. ძირითად შემადგენლობას თავი დავანებოთ, სათადარიგო სკამისთვის რომ გადაგეხედათ, ისიც შთაბეჭდილებას მოახდენდა. ისეთ კლუბში როგორიც „ლივერპულია" ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელებმა ყოველ პოზიციაზე კონკურენცია იგრძნონ. ეს კონკურენცია პროგრესის საწინდარი გახლავთ".
ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად დიდი კონკურენციაა „მანჩესტერ სიტიშიც", რომელსაც სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში „ნაპოლისთან" დამარცხების სიმწარე აქვს მოსაშორებელი. ბუნებრივია, ევროტურნირზე საქმის ჩაფლავება ისტლენდელთა არაბ პატრონებს გააბრაზებდა. ისინი დიდძალ ფულს იმიტომ არ ხარჯავენ, რომ გუნდი შეჯიბრებიდან ჯგუფური ეტაპიდანვე გაუვარდეთ (რისი ძალიან დიდი შანსიც არის) და მათ დასაწყნარებლად სასწრაფოდ შთამბეჭდავი შედეგია საჭირო. ამის საშუალება კი გუნდს, რომელშიც სერხიო აგუერო, ედინ ჯეკო, მარიო ბალოტელი, სამირ ნასრი და სხვა ვარსკვლავები თამაშობენ, რასაკვირველია, აქვს.