სამშაბათი, 30.04.2024, 09:35     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 9 » დალგლიშს რუნის დისკვალიფიკაციის შემცირება არ გახარებია
01:42
დალგლიშს რუნის დისკვალიფიკაციის შემცირება არ გახარებია


"ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი კენი დალგლიში თვლის, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ არასწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც უეფაში უეინ რუნის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილებაზე აპელაცია შეიტანა.

"ეს ყველაფერი ცოტა უცნაურია, რადგან ფეხბურთის ასოციაცია მაგალითს უნდა იძლეოდეს და არა რუნის დისკვალიფიკაციას ასაჩივრებდეს. ეს არ არის კარგი მაგალითი”, – აღნიშნა დალგლიშმა.

მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ასოციაციამ უეფაში აპელაცია შეიტანა, ევრო 2012-ზე რუნის 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ერთი მატჩით შეუმცირეს და "მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდს უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში მოედანზე გასვლა შეეძლება.

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულის” ფორვარდი ლუის სუარესი "მანჩესტერ იუნაიტედის” მცველის პატრის ევრას მიმართ რასისტულ შეურაცხყოფაშია დადანაშაულებული, რასაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია იძიებს. "ენფილდროუდელთა” თავკაცი ამ ფაქტსაც გამოეხმაურა: "ის ფაქტი, რომ მთ გადაწყვეტილების მისაღებად ცხრა კვირა სჭირდებათ – უბრალოდ ანეკდოტია”.

ინციდენტი სუარესსა და ევრას შორის ოქტომბრის შუა რიცხვებში მოხდა და ასოციაციას გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ გამოუტანია. ამასობაში კი ურუგვაელი ფორვარდი მორიგ სკანდალში გაეხვა. საუბარია სუარესის მხრიდან "ფულემის” ფანების მისამართით შუა თითის ჩვენებაზე. ამ საკითხის განხილვას დამდეგი ორშაბათიდან დაიწყებენ.

წყარო: skysports.com

ნანახია: 742 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 fRomAnfieLd  
0
ee kenny gache tore iseti Cudi Sastavia Inglisshi Shenc Rame Ar Migakeron :X

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
09:35


"ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი კენი დალგლიში თვლის, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ არასწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც უეფაში უეინ რუნის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილებაზე აპელაცია შეიტანა.

"ეს ყველაფერი ცოტა უცნაურია, რადგან ფეხბურთის ასოციაცია მაგალითს უნდა იძლეოდეს და არა რუნის დისკვალიფიკაციას ასაჩივრებდეს. ეს არ არის კარგი მაგალითი”, – აღნიშნა დალგლიშმა.

მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ასოციაციამ უეფაში აპელაცია შეიტანა, ევრო 2012-ზე რუნის 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ერთი მატჩით შეუმცირეს და "მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდს უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში მოედანზე გასვლა შეეძლება.

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულის” ფორვარდი ლუის სუარესი "მანჩესტერ იუნაიტედის” მცველის პატრის ევრას მიმართ რასისტულ შეურაცხყოფაშია დადანაშაულებული, რასაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია იძიებს. "ენფილდროუდელთა” თავკაცი ამ ფაქტსაც გამოეხმაურა: "ის ფაქტი, რომ მთ გადაწყვეტილების მისაღებად ცხრა კვირა სჭირდებათ – უბრალოდ ანეკდოტია”.

ინციდენტი სუარესსა და ევრას შორის ოქტომბრის შუა რიცხვებში მოხდა და ასოციაციას გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ გამოუტანია. ამასობაში კი ურუგვაელი ფორვარდი მორიგ სკანდალში გაეხვა. საუბარია სუარესის მხრიდან "ფულემის” ფანების მისამართით შუა თითის ჩვენებაზე. ამ საკითხის განხილვას დამდეგი ორშაბათიდან დაიწყებენ.

წყარო: skysports.com

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2695
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2674
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2443
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2045
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1917
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.