ვებ-გვერდმა FourFourTwo.com გასული სეზონის მიხედვით ბრიტანეთის ყველაზე მდიდარ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომელშიც "ლივერპულის" სამი ფეხბურთელი მოხვდა.
სიის მე-20 ადგილზე კრეიგ ბელამია. უელსელი შემტევი პირველად მოხვდა აღნიშნული სიის ტოპ 20-ეულში. ცხადია, აქ მოხვედრაში დიდი დამსახურება აქვს მის "სიტიში" მოღვაწეობას. გავრცელებული ცნობის თანახმად, ფეხბურთელი კვირაში ხელფასის სახით 90 ათასს ფუნტს იღებდა. ამჟამად ბელამის ქონება 12 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.
თუ ამ ინფორმაციას დავუჯერებთ, "ლივერპულის" საკუთრებაში მყოფ ჯო კოულს 16 მილიონი ფუნტი უნდა ჰქონდეს. "ვესტ ჰემში" ფეხბურთელის ჯამაგირი კვირაში 25 ათასს ფუნტს უტოლდებოდა. ლონდონის "ჩელსიმ" კოული მდიდარ კაცად აქცია, "პენსიონერები" მას კვირაში 80 ათასს ფუნტს აძლევდნენ. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ "ლივერპულში" გადასვლით მან თავისი ხელფასი კიდევ უფრო გაიზარდა და მერსისაიდულ გუნდში მას უკვე 90 ათასი ფუნტი ერიცხებოდა. გარდა ამისა, ფეხბურთელი მცირე ბიზნესაც აწარმოებს. 2010 წლის მონაცემებით, Joe Cole Promotions-მა კოულს 181 ათასი ფუნტი მოუტანა. ყველაფერთან ერთად, ჟურნალმა Hello-მ ფეხბურთელის საქორწინო მოვლენების გაშუქების უფლებების შესაძენად კოულს 2 მლნ ფუნტი გადაუხადა.
სტივენ ჯერარდი 27 მილიონი ფუნტის მფლობელია. ის "ლივერპულის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია - ხელფასი კვირაში 140 ათასი ფუნტი აქვს. გარდა ამისა, სტივი ჯის Adidas-თან და Lukozade-სთან კონტრაქტი აქვს გაფორმებული. ჯერარდი ასევე ფლობს რესტორნების ბიზნესს. საუთპორტში მოხვედრისას აუცილებლად შეიარეთ Warehouse Kitchen & Bar-ში.
წარმოგიდგენთ ბრიტანეთის ყველაზე მდიდარ ფეხბურთელთა სიას (თანხა წარმოდგენილია ფუნტ სტერლინგებში):
1. დევიდ ბექჰემი ("ლოს-ანჯელეს გალაქსი", ინგლისი) – 135 მილიონი 2. მაიკლ ოუენი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი) – 40 მილიონი 3. რიო ფერდინანდი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი) – 36 მილიონი 4. რაიან გიგზი ("მანჩესტერ იუნაიტედი", უელსი) – 30 მილიონი 5. უეინ რუნი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი) – 30 მილიონი 6. სტივენ ჯერარდი ("ლივერპული", ინგლისი) – 27 მილიონი 7. ფრენკ ლამპარდი ("ჩელსი", ინგლისი) – 26 მილიონი 8. ჯონ ტერი ("ჩელსი", ინგლისი) – 22 მილიონი 9. დიდიე დროგბა ("ჩელსი", კოტ დივუარი) – 19 მილიონი 10. ფერნანდო ტორესი ("ჩელსი", ესპანეთი) – 18 მილიონი 11. პეტრ ჩეხი ("ჩელსი", ჩეხეთი) – 16 მილიონი 12. ნიკოლა ანელკა ("ჩელსი", საფრანგეთი) – 16 მილიონი 13. ჯო კოული ("ლილი", ინგლისი) – 16 მილიონი 14. იაია ტურე ("მანჩესტერ სიტი", კოტ დივუარი) – 14 მილიონი 15. მაიკლ ესიენი ("ჩელსი", განა) – 14 მილიონი 16. კარლოს ტევესი ("მანჩესტერ სიტი", არგენტინა) -14 მილიონი 17. ეშლი კოული ("ჩელსი", ინგლისი) – 14 მილიონი 18. რობი კინი ("ლოს-ანჯელეს გალაქსი", ირლანდია) – 13 მილიონი 19. დემიენ დაფი ("ფულემი", ირლანდია) – 13 მილიონი 20. კრეიგ ბელამი ("ლივერპული", უელსი) – 12 მილიონი