შაბათი, 20.04.2024, 14:04     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2012 » ივნისი » 15 » პრევიუ: შვედეთი-ინგლისი
17:20
პრევიუ: შვედეთი-ინგლისი
შვედეთი-ინგლისი
დღეს, ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება: დონეცკში უკრაინელები ფრანგებს დაუპირისპირდებიან, კიევში კი შვედებისა და ინგლისელების მატჩი შედგება.

შვედეთის ნაკრების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰანს ჰულტმენმა განაცხადა, რომ ოთხშაბათის ვარჯიშის გამოტოვების მიუხედავად, ზლატან იბრაჰიმოვიჩი დღეს სასატარტო შემადგენლობაში იქნება.სავარაუდოდ, სკანდინავიელთა თავკაცი ერიკ ჰამრენი სასტარტო განაცხადში დააყენებს იოჰან ელმანდერს, რომელმაც ცოტა ხნის წინ მოიშუშა ტრავმა.ბევრი გაკვირვებული დარჩა, როცა ჰამრენმა უკრაინელების წინააღმდეგ მატჩში გამოცდილ ანდრეს სვენსონს შედარებით ნაკლებად გამოცდილი 24-წლის რასმუს ელმი ამჯობინა.

სპეციალისტთა ვარაუდით, როი ჰოჯსონი ინგლისის ნაკრების განაცხადში ცვლილებას არ შეიტანს. სავარაუდოდ, დენი უელბეკი ეშლი იანგთან ერთად შეუტევს, ფლანგებზე კი ადგილებს ჯეიმს მილნერი და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი დაიკავებენ.ჰოჯსონის თქმით, ნახევარდაცვის ცენტრალურ ხაზს სტივენ ჯერარდი-სკოტ პარკერის დუეტი გაამაგრებს.

ინგლისისა და შვედეთის ნაკრებები ერთმანეთს 22-ედ ხვდებიან. მათ ურთიერთშეხვედრებში სრული თანაფარდობაა: გუნდებს ერთმანეთი 6-6-ჯერ ჰყავთ დამარცხებული, ცხრა მატჩი კი ფრედ დასრულდა. ინგლისელებს შვედები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ სტადიაზე არასდროს დაუმარცხებიათ: მათ შორის გამართული ხუთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ორი კი - სკანდინავიელთა გამარჯვებით.

სხვათა შორის, ინგლისელთა თავკაცმა როი ჰოჯსონმა 1976 წელს სამწვრთნელო კარიერა შვედურ კლუბ "ჰალმსტადში" დაიწყო. ინგლისელი სპეციალისტი ერთხანს შვედურ "მალმიოსაც" ხელმძღვანელობდა.

მატჩი ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას 35-წლის სლოვენიელი არბიტრი დამირ სკომინა მოემსახურება.

სავარაუდო შემადგენლობები:

შვედეთი:ინგლისი:
ისაკსონი
ლიუსტიგი, მეკბერგი, გრანკვისტი, მარტინ ოლსონი
სვენსონი, შელსტრომი
ლარსონი, იბრაჰიმოვიჩი, ტოივონენი
ელმანდერი
ჰარტი
ჯონსონი, ტერი, ლესკოტი, კოული
მილნერი, ჯერარდი, პარკერი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი
იანგი
უელბეკი

ნანახია: 771 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
14:04

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2685
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2662
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2434
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2037
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1909
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ივნისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.