ოთხშაბათი, 24.04.2024, 18:41     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2012 » ივლისი » 13 » მაქსი როდრიგესმა “ლივერპული” დატოვა
21:43
მაქსი როდრიგესმა “ლივერპული” დატოვა


არგენტინელმა ნახევარმცველმა მაქსი როდრიგესმა "ლივერპული” დატოვა და მშობლიურ "ნიუელს ოლდ ბოისს” მიაშურა.

მაქსი მერსისაიდულ გუნდში 2010 წლის იანვარში მადრიდის "ატლეტიკოდან” გადავიდა, თუმცა ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელთა იმედების გამართლება ვერ შეძლო. არგენტინელი ნახევარმცველი "ენფილდიდან” აბარგებას ჯერ კიდევ გასულ წელს აპირებდა.

"როდესაც არგენტინიდან ევროპაში წავედი, ზუსტად ვიცოდი, რომ ოდესმე უკან დავბრუნდებოდი. "ნიუელს ოლდ ბოისის” პრეზიდენტმა დამირეკა და გუნდში დაბრუნება მთხოვა, რაზეც უარის თქმა არ შემიძლია. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია "ლივერპულზე” და ჩემს პირად კონტრაქტზე, რომლის გარკვეულ პუნქტებსაც, სავარაუდოდ, გადახედავენ”, – ეს  მაქსიმ ჯერ კიდევ გასულ წელს განაცხადა, თუმცა ფეხბურთელმა 2011-2012 წლების სეზონი მაინც მერსისაიდში გაატარა.

31-წლის არგენტინელმა ნახევარმცველმა "ლივერპულის” ძირითად შემადგენლობაში ადგილი მაინც ვერ მოიპოვა და საბოლოოდ გადაწყვიტა ევროპის დატოვება.

მაქსი როდრიგესმა მერსისაიდული გუნდის ფორმით ჩატარებულ 73 მატჩში 17 გოლი გაიტანა.

"ჩემთვის დიდი პატივი იყო 2-წელიწადნახევარი "ლივერპულის” ღირსების დაცვა. ვერ წარმოიდგენთ, რაოდენ ამაყი ვიყავი მაშინ, როცა "კოპი” ("ლივერპულის” გულშემატკივართა გამორჩეული ნაწილი) ჩემზე შექმნილ სიმღერას მღეროდა”, – მერსისაიდული გუნდიდან წასვლის შემდეგ თქვა მაქსი როდრიგესმა.


ნანახია: 1001 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 ager  
0
am saits dzinavss?

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
18:41


არგენტინელმა ნახევარმცველმა მაქსი როდრიგესმა "ლივერპული” დატოვა და მშობლიურ "ნიუელს ოლდ ბოისს” მიაშურა.

მაქსი მერსისაიდულ გუნდში 2010 წლის იანვარში მადრიდის "ატლეტიკოდან” გადავიდა, თუმცა ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელთა იმედების გამართლება ვერ შეძლო. არგენტინელი ნახევარმცველი "ენფილდიდან” აბარგებას ჯერ კიდევ გასულ წელს აპირებდა.

"როდესაც არგენტინიდან ევროპაში წავედი, ზუსტად ვიცოდი, რომ ოდესმე უკან დავბრუნდებოდი. "ნიუელს ოლდ ბოისის” პრეზიდენტმა დამირეკა და გუნდში დაბრუნება მთხოვა, რაზეც უარის თქმა არ შემიძლია. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია "ლივერპულზე” და ჩემს პირად კონტრაქტზე, რომლის გარკვეულ პუნქტებსაც, სავარაუდოდ, გადახედავენ”, – ეს  მაქსიმ ჯერ კიდევ გასულ წელს განაცხადა, თუმცა ფეხბურთელმა 2011-2012 წლების სეზონი მაინც მერსისაიდში გაატარა.

31-წლის არგენტინელმა ნახევარმცველმა "ლივერპულის” ძირითად შემადგენლობაში ადგილი მაინც ვერ მოიპოვა და საბოლოოდ გადაწყვიტა ევროპის დატოვება.

მაქსი როდრიგესმა მერსისაიდული გუნდის ფორმით ჩატარებულ 73 მატჩში 17 გოლი გაიტანა.

"ჩემთვის დიდი პატივი იყო 2-წელიწადნახევარი "ლივერპულის” ღირსების დაცვა. ვერ წარმოიდგენთ, რაოდენ ამაყი ვიყავი მაშინ, როცა "კოპი” ("ლივერპულის” გულშემატკივართა გამორჩეული ნაწილი) ჩემზე შექმნილ სიმღერას მღეროდა”, – მერსისაიდული გუნდიდან წასვლის შემდეგ თქვა მაქსი როდრიგესმა.


მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2690
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2667
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2436
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2038
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1910
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012


პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.


ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.