პარასკევი, 29.03.2024, 11:37     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2012 » ივნისი » 16 » ჰოჯსონი: “უკრაინასთან რუნი თავის პოზიციაზე ითამაშებს”
03:43
ჰოჯსონი: “უკრაინასთან რუნი თავის პოზიციაზე ითამაშებს”

ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფის მეორე ტურში შვედეთისა და ინგლისის ნაკრებების მატჩის (2-3) შემდეგ "სამი ლომის” თავკაცი როი ჰოჯსონი ჟურნალისტებს გაესაუბრა.

"შესანიშნავი თამაში გამოვიდა. შვედებმა გამოცდილი ფეხბურთელები შემოიკრიბეს და კარგი გუნდი ჩამოაყალიბეს. მათ შეძლეს ინივიატივის ხელში აღება და დაწინაურდნენ კიდეც. ჩვენ კი მთლიანი თამაშის გარდაქმნა მოგვიხდა და მოხარული ვარ, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდა”, – აღნიშნა ჰოჯსონმა.

- როგორ შეაფასებთ უებეკის გოლს?
- ფანტასტიური გოლი იყო. დენიმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მეკარე დარტყმას ახლო კუთხეში დალოდებოდა, რის შემდეგაც ბურთი შორეულ კუთხეში გადაგზავნა.

- მომდევნო შეხვედრაში თამაშის უფლება უეინ რუნისაც ექნება. უელბეკისა და ქეროლის ასეთი ასპარეზობის ფონზე, რა შანსი აქვს რუნის?
- რუნი განსაკუთრებული ფეხბურთელია. თქვენ რომ რუნი იყოთ და განაცხადში არ შეგიყვანონ, ხომ გაგიკვირდებათ?! ასეა, ამგვარ გადაწყვეტილებას ვერავინ გაიგებდა.

- ვის შეუწყვილდება რუნი?
- ის ითამაშებს თავის პოზიციაზე, ხოლო ვისთან ერთად – ამას მოგვიანებით გადავწყვეტთ.

- როდესაც ინგლისის ნაკრების თავკაცის პოსტზე დაინიშნეთ, ყველამ გამოგიცხადათ ნდობა. დღევანდელი მატჩით კიდევ დაამტკიცეთ, რომ დიდებული სპეციალისტი ხართ?
- საკუთარ თავზე არ ვისაუბრებ. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ნდობა გამომიცხადა, რისთვისაც მადლობელი ვარ. საქმეს ვაკეთებ ისე, როგორც ეს შემიძლია. ამ სამსახურის ერთული ვარ 37 წელია და ასე ვიქნები მანამ, სანამ ძალა მეყოფა. ჩემი შეფასება კი თქვენთვის მომინდია.

- თეო უოლკოტმა თქვენი ნდობა ბოლომდე გაამართლა?
- ამ შემთხვევაში ნდბაზე საუბარი არასწორია. თქვენ ჩემზე კარგად იცით, თუ რა შეუძლია თეოს. როგორ შეიძლება, რომ არ ვენდობოდე? ის ნაკრებთან ერთად მომზადებას გადიოდა. მე მხოლოდ ის მქონდა გასარკვევი, თუ როგორ ფორმაში იყო უოლკოტი და რა პოზიციაზე სჯობდა მისი გამოყენება. სულ ესაა.

- არ ნანობთ, რომ ევრო-2012-ზე რიო ფერდინანდი არ წამოიყვანეთ?
- არ მინდა მათზე საუბარი, ვინც ნაკრებში არ არის. უბრალოდ ამას არც აქვს აზრი. ეს საკითხი დახურულია.

ავტორი: ბექა დოგრაშვილი

ნანახია: 753 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
11:37

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2662
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2647
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2418
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2017
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1894
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  ივნისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.