პარასკევი, 29.03.2024, 05:34     თქვენ შემოხვედით, როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი" გამარჯობა Guest
                                                                                              ქართველი სქაუზერები   
   მთავარი   ჩემი   პროფილი   რეგისტრაცია   გამოსვლა   შესვლა   RSS

მთავარი » 2011 » მაისი » 25 » 6 წელი გასულა
00:32
6 წელი გასულა

  2005 წლის 25 მაისი - დაუვიწყარი დღე "ლივერპულისთვის". ამ დღეს მერსისაიდულმა გრანდი ჩემპიონთა ლიგის თასს მეხუთედ დაეუფლა, თუმცა მოგებაცაა და მოგებაც."მილანის" წინააღმდეგ საფინალო მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ ტაბლოზე 3:0 იტალიელთა სასარგებლოდ ენთო, თუმცა "ლივერპული" რის "ლივერპული" იქნებოდა ასე რომ დანებებულიყო. მეორე ტაიმის 6-წუთიან მონაკვეთში "წითლებმა" 3 გოლის გატანა შესძლეს და მატჩის დამატებით დროში გადაყვანა მოახერხეს. საბოლოოდ კი, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რაშიც "ლივერპულმა" იმარჯვა. წარმოგიდგენთ ამ ისტორიული მატჩის ტექსტურ მიმოხილვას.

თურქთი, სტამბული, "ათა თურქი", 69500 მაყურებელი.
"მილანი"-"ლივერპული" 3:3 (3:0) (პენ. 2:3)

"მილანი":

1. დიდა
2. კაფუ  31. სტამი  13. ნესტა  3. მალდინი (C)
8. გატუზო  21. პირლო  20. ზეედორფი
22. კაკა
7. შევჩენკო  11. კრესპო

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

"ლივერპული":

1. დუდეკი
3. ფინანი  23. კარაგერი  4. ჰიიპია  21. ტრაორე
14. ალონსო
10. ლუის გარსია  8. ჯერარდი (C)  6. რიისე
                                7. კიუელი
5. ბაროში

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.

მსაჯი: მეხუტო გონსალესი (ესპანეთი).

  პირველივე წამებზე კაკა წააქციეს. დაინიშნა ძალიან სახიფათო ჯარიმა. ბურთი ანდრეა პირლომ ჩააწოდა და მარჯვენა ფეხით ბურთი პაოლო მალდინიმ შეაგდო 54 წამზე. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი. 1:0
  კუთხურიდან ბურთი სტივენ ჯერარდმა ჩააწოდა, ჯონ არნე რიისემ უძლიერესი დარტყმით ბურთი იაპ სტამს გაარტყა. ამავე შეტევას მოჰყვა სემი ჰიიპიას თავური დარტყმა და დიდა ბურთს ხელებში აშეშებს.
  მე-15 წუთზე "მილანმა" კუთხურის ჩაწოდების უფლება მოიპოვა. ჩაწოდების შემდეგ თავით ერნან კრესპომ დაარტყა და კარის ხაზიდან ბურთი ლუის გარსიამ გამოიტანა.
  23-ე წუთზე ჰარი კიუელმა მოედანი კოჭლობით დატოვა. იგი ვლადიმირ შმიცერმა შეცვალა - ნომერი 11.
  29-ე წუთზე კაკას პასით ბურთი ანდრეი შევჩენკომ მიიღო. მან რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და გოლი გაიტანა, თუმცა არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. უკრაინელი განცვიფრებულია, კარლო ანჩელოტი რეფერის ეკამათება.
  მომდევნო ეპიზოდში შევჩენკომ ბურთი "წითლების" საჯარიმოში მიიღო. მას ტრაორე ეთამაშებოდა. უკრაინელი დაეცა, მსაჯს სასტვენი დუმს, ბურთი იერჟი დუდეკმა აიღო.
  რიისეს თავური ჩაწოდება მეტოქის საჯარიმოში, ასევე თავით დაუგდო მილან ბაროშმა ლუის გარსიას, თუმცა ამ უკანასკნელმა უხერხული დარტყმით ბურთი კარს ააცილა.
  შეტევაშია ლუის გარსია. ალესანდრო ნესტა მასთან ბრძოლაში საკუთარ საჯარიმოში დაეცა და ხელით ითამაშა, მსაჯმა ეს ვერ შენიშნა. არბიტრმა "ლივერპულს" შანსი მოუსპო.
  ამავე სეტევას მოჰყვა "მილანის" კონტრშეტევა. კაკამ შევჩენკოს, შევჩენკომ კი ბურთი მეტოქის საჯარიმოში კრესპოს გადააწოდა. არგენტინელმა კი დუდეკს შანსი არ დაუტოვა. 39-ე წუთზე ანგარიში გახდა 2:0.
  44-ე წუთზე "მილანის" ფეხბურთელებმა შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს. კაკას უბრწყინვალესი გადაცემა, ჯეიმი კარაგერის შეცდომა, კრესპო დუდეკთან ერთი-ერთზე დარჩა და ჰეთ-თრიკი 3:0.
  მეხუტო გონსალესმა პირველ ტაიმს 1 წუთი დაამატა.
  პირველი ტაიმის შემდეგ ინგლისელები შოკში არიან.
  მეორე ტაიმის დასაწყისში დიტმარ ჰამანმა სტივ ფინანი შეცვალა. ჰამანი - ნომერი 16.
  კაფუმ საჯარიმოში ჩააწოდა. პასს არავინ გამოეხმაურა, თუმცა ბურთი მოულოდნელად  კარისკენ წავიდა. დუდეკი დაიბნა. მას ბურთი მუსხლში მოხვდა და კუთხური, რის შემდეგაც საინტერესო არაფერი მომხდარა.
  ხაბი ალონსომ დიდას კარისკენ სახიფათოდ დაარტყა. ბურთმა კარს ორი მეტრით ჩაუარა.
  ამის შემდეგ სახიფათო მომენტი "ლივერპულის" კართან შეიქმნა. კაკა საჯარიმოს მისადგომებთან წააქციეს. ჯარიმიდან ძალიან სახიფათოდ შევჩენკომ დაარტყა. დუდეკმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.
  54-ე წუთზე "ლივერპულმა" გოლი გაიტანა! რიისემ ბურთი საჯარიმოში ჩააგდო, ჯერარდმა კი თავით შეაგდო.
  56-ე წუთზე ინგლისელებმა მეორე გოლი გაიტანეს. ჰამანმა ბურთი შმიცერს გადააწოდა. ამ უკანასკნელმა კი უძლიერესი დარტყმით მეორედ დალაშქრა შეარხია დიდას კარის ბადე.
  2 წუთში ჯერარდი მეტოქე გუნდის საჯარიმოში წააქციეს. დაინიშნა თერთმეტმეტრიანი. ბურთთან ხაბი ალნსოა. მისი გამორბენი, დარტყმა, დიდამ მოიგერია, თუმცა დამატებაზე ესპანელს ვერავინ აჯობა და მე-60 წუთზე 3:3.
  ინგლისელთა კიდევ ერთი შეტევა. რიისეს უძლიერსი დარტყმა დიდამ პირველი ცდით მოიგერია, მეორეთი კი აიღო.
  ამჯერად შოკში იტალიელები არიან. მეორე ტაიმი პირველისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. "ლივერპულს" უდიდესი სტიმული მიეცა, "მილანი" ისევ წვალობს. მატჩი თავიდან დაიწყო. 6 წუთში 3 გოლი "მილანის" კარში - ეს ხომ სასწაულია?!
  კლარენს ზეედორფმა პირლოს, პირლომ კრესპოს, კრესპომ კი შევჩენკოს გადააწოდა ბურთი. ინგლისელტა დაცვა ჩავარდა. უკრაინელმა დაარტყა, დუდეკს კარი დაკარგული ჰქონდა, ბურთი კარის ხაზიდან ჯიმი ტრაორემ გამოიტანა.
  პირველი ყვითელი ბარათი 75-ე წუთზე მეხუტო გონსალესმა კარაგერს უჩვენა.
  "მილანის" მორიგი შეტევა შევჩენკომ წამოიწყო. მან მოატყუა ორი ფეხბურთელი, შემდეგ ბურთი კრესპოს გადააწოდა, ინგლისელთა დაცვა დაიბნა, მაგრამ არგენტინელმა სანსი ვერ გამოიყენა. მან ბურთი დიდი მანძილით ააცილა კარს.
   81-ე წუთზე ყვითელი ბარათი ბაროშს უჩვენეს.
   85-ე წუთზე რამდენიმე შეცვლა მოხდა: ბაროშის ნაცვლად ჯიბრილ სისე - ნომერი 9, კრესპოს ნაცვლად იან დალ ტომასონი - ნომერი 15, ხოლო ზეედორფის მაგივრად სერჟინიო - ნომერი 27 გამოვიდა.
  89-ე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს სტამი კარისკენ გზავნიდა, თუმცა უშედეგოდ.
  მეორე ტაიმს 2 წუთი დაემატა. ეს 2 წუთიც უშედეგოდ გავიდა და დაინიშნა 15-15 წუთიანი დამატებითი ტაიმები.
  პირველ დამატებით ტაიმში საინტერესო არაფერი მომხდარა.
  მეორე დამატებით ტაიმში, ერთ-ერთ მომენტში კარაგერმა კუნთი გაიჭიმა.
  112-ე წუთზე ჯენარო გატუზოს ნაცვლად მოედანზე მანუელ რუი კოშტა - ნომერი 10 გამოჩნდა.
   115-ე წუთზე "ლივერპულის" კართან ძალიან სახიფათო ჯარიმა დაინიშნა. პირლოს დარტყმის შემდეგ ბურთი თავით ლუის გარსიამ მოიგერია.
  118-ე წუთზე დუდეკმა სასწაული მოახდინა. მეკარემ შევჩენკოს დარტყმული უხერხულად მოიგერია. დუდეკის წინ ორი "მილანელი"
იდგა. 2 მეტრიდან შევამ დაარტყა, თუმცა ბურთი "წითლების" კიპერს მოხვდა და კუთხური დაინიშნა.
  ბოლო წამებზე მეტად სახიფათო ჯარმა "მილანის" კარის მიმართულებით დაინიშნა. ბურთთან ჰამანი და ჯერარდი არიან, თუმცა რიისემ დაარტყა, მაგრამ არაფერი.
  დასრულდა 130 წუთი ფრედ 3:3 და დაინიშნა პენალტების სერია.

პენალტები:

სერჟინიო X - ჰამანი O
პირლო X - სისე O
ტომასონი O - რიისე X
კაკა O - შმიცერი O
შევჩენკო X - ____
 
  ინგლისის "ლივერპული" უეფას ჩემპიონთა ლიგის 2004-05 წლების გათამაშების ჩემპიონია!

ნანახია: 912 | დაამატა: GeoScouser | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3
3 GeoScouser  
0
ამ ყველაფერს პირდაპირი ტრანსლირების დროს ვწერდი... wink

2 kapana_lfc  
0

1 kapana_lfc  
0
bravo dzaan magari statiaa

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩათი
05:34

მომდევნო მატჩი

წინა მატჩი

EPL 2011-2012
ძებნა
Top სიახლეები
ნაწყვეტი წიგნიდან "ფორცა, იტალია"
კომენტარები: 0 ნანახია: 2662
ქალაქი სახელად - ლივერპული
კომენტარები: 3 ნანახია: 2647
გუნდის საუკეთესო ტატუები
კომენტარები: 0 ნანახია: 2418
ყველაზე უშნო ფეხბურთელთა ათეული
კომენტარები: 7 ნანახია: 2017
დაბადების დღეს გილოცავთ ჯერარდ!
კომენტარები: 3 ნანახია: 1894
რეკლამა

რეკლამა

Online
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
LFC 2011-2012

პრემიერლიგის/პირველი დივიზიონის გამარჯვებული: 1901, 1906, 1922, 1923, 1947, 1964, 1966, 1973, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1983, 1984, 1986, 1988, 1990.
ვიცე-ჩემპიონი: 1899, 1910, 1969, 1974, 1975, 1978, 1985, 1987, 1989, 1991, 2002, 2009.

ჩემპიონშიფის გამარჯვებული: 1894, 1896, 1905, 1962.

ასოციაციის თასის გამარჯვებული: 1965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996.

ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული:1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012.
ვიცე-ჩემპიონი: 1978, 1987, 2005.

ქომუნითი შილდის გამარჯვებული: 1964, 1965, 1966, 1974, 1976, 1977, 1979, 1980, 1982, 1986, 1988, 1989, 1990, 2001, 2006.
ვიცე-ჩემპიონი: 1983, 1984, 1992, 2002.

ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის გამარჯვებული: 1977, 1978, 1981, 1984, 2005.
ვიცე-ჩემპიონი:1985, 2007.

ევროპის ლიგის/უეფას თასის გამარჯვებული:1973, 1976, 2001.

ევროპის თასების მფლობელთა თასის ვიცე-ჩემპიონი:1966.

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული:1977, 2001, 2005.
ვიცე-ჩემპიონი: 1979, 1985.

კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი: 2005.

საერთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი: 1981, 1984.

სუპერთასის გამარჯვებული:1986.